ჯავაჰარლალ ნერუ – “ეპიზოდი”

ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის და ლეგენდად ქცეული ინდოელი პოლიტიკოსის – მაჰათმა განდის იდეების მხურვალე მხარდამჭერის - ჯავაჰარლალ ნერუს (1889-1964 წლები) ახალგაზრდა მეუღლე – კამალა ნერუ (ინდირა განდის დედა) ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 1936 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) კამალას გარდაცვალების შემდგომ დამწუხრებული ჯავაჰარლალი აღნიშნავდა,რომ მას თავისი ცხოვრების განმავლობაში კამალას მსგავსად გულწრფელი,ამაყი,გონიერი და მგძნობიარე ადამიანი სულ რამდენიმე შეხვდა.თუმცა რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ინდოეთის მომავალმა პრემიერმა სასიყვარულო რომანი გააბა ინდოეთის ინგლისელი ვიცე-მეფის – ლორდ ლუი მაუნტბეტენის მეუღლესთან – ედვინა მაუნტბეტთან (1901-1960 წლები).აღნიშნული ინფორმაცია მალევე იქნა გავრცელებული ინდოეთში და დიდი რეზონანსიც გამოიწვია.თავად ედვინას ქალიშვილი – პამელა ჰიქსი მოგვიანებით შენიშნავდა,რომ ნერუსა და დედამის შორის მხოლოდ და მხოლოდ “პლატონური სიყვარული” სუფევდა.ჯავაჰარლალსა და ინდოეთის ვიცე-მეფის მეუღლეს შორის რომ სასიყვარულო ურთიერთობა სუფევდა,ამას მათ შორის არსებული მიმოწერაც ადასტურებდა.თუმცა კმაყოფილდებოდნენ თუ არა ისინი მხოლოდ “პლატონური სიყვარულით”, – უცნობია.ყოველ შემთხვევაში ინდოელ ხალხში აღნიშნული საკითხის შესახებ ფართო დისკუსია იყო გაჩარებული.ის კი არა და, არჩევნების პერიოდში ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ასეთი სახის ლოზუნგიც კი გამოიტანა: “გახსენით რამას გული და თქვენ მასში სიტას იხილავთ; გახსენით ნერუს გული და მასში ლედი მაუნტბეტს აღმოაჩენთ”. (ავტორი გენია.ჯი)

ნერუ კამალასთან და ინდირასთან ერთად

ედვინა მაუნტბატენი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>