რატომ მოკლა რანუჩო ტომასონი მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯომ?

საყოველთაოდ ცნობილია,რომ გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა და XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორმა - მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯომ (1571-1610 წლები) 1606 წლის 29 მაისს ჩოგბურთის თამაშის დროს წარმოშობილი კონფლიქტის დროს მოედანზე მოკლა – რანუჩო ტომასონი,რის შემდგომაც იგი რომის პაპმა – პავლე V-მ “კანონგარეშე” პიროვნებად გამოაცხადა.კარავაჯოს მოკვლისათვის კი სახელმწიფომ ჯილდო დააწესა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო თუ რა გახლდათ ზუსტი მიზეზი კარავაჯოს ესოდენ განრისხებისა,რამაც ის მკვლელად აქცია.თავდაპირველი ვერსიით,კარავაჯო და ტომასონი ჩოგბურთის ბურთის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი დოკუმენტების მიხედვით დადგენილი იქნა ჭეშმარიტი მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა მკვლელობა მიქელანჯელომ.როგორც გაირკვა,კანონთან მუდმივ კონფლიქტში მყოფი მიქელანჯელოს მსხვერპლი – რანუჩო ტომასონი – “სუტინიორი” გახლდათ.მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა ერთ-ერთი ულამაზესი მეძავი ქალს, – ფილიდა მენანდრონის გამო,რომელთანაც ორივე მათგანს სარეცლის გაყოფა სურდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,გენიალურ იტალიელ მხატვარსა და სუტინიორს შორის წარმოშობილი კონფლიქტი – სექსუალური ხასიათის მატარებელი იყო.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მოტივი იმისა,რომ კარავაჯომ ჩხუბის დროს დანის მეშვეობით თავისი მსხვერპლის კასტრირება ეცადა.მიქელანჯელოს ტომასონის მოკვლა ნამდვილად არ სურდა,თუმცა ანატომიის არ მცოდნე მხატვარმა მოწინააღმდეგის კასტრირებისას დიდი შეცდომა დაუშვა და რანუჩოს დანით თეძოში გამავალი მთავარი არტერია გადაუჭრა,რამაც მისი სისხლიდან დაცლა და გარდაცვალება გამოიწვია.ასე რომ,კარავაჯოს მიერ ჩადენილი მკვლელობის უმთავრეს მიზეზს არა ბურთის,არამედ მეძავი ქალის – ფილიდა მენანდრონის გამოისობით წარმოქმნილი კონფლიქტი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>