ბენედიქტ არნოლდი – (“ეროვნული გმირი” და ამასთანავე,”სამშობლოს გამყიდველი”)
ბენედიქტ არნოლდი (1741-1801 წლები) – ერთის მხრივ წარმოადგენდა აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ “ეროვნულ გმირს”,რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატები იხსნა განადგურებისაგან,ხოლო მეორეს მხრივ იგი გახლდათ “სამშობლოს მოღალატე”,რომელმაც თავისი ქვეყანა – ფულზე გაყიდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი დიდ შეფასებას აძლევდა არნოლდის თავდადებას ინგლისელ კოლონისტებთან ბრძოლაში. 1777 წლის 17 ოქტომბერს ამერიკული არმიის გენერალ-მაიორი სარატოგასთან გამართული ბრძოლისას ფეხში დაიჭრა (ცნობისათვის,სწორედ აღნიშნულ ბრძოლაში მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ შეიტანა გარდამტეხი წვლილი აშშ-ის ინგლისელი კოლონიზატორებისაგან განთავისუფლებაში),რის გამოც სამხედრო სამსახურს იძულებით ჩამოსცილდა.ბენედიქტს აშშ-ის ხელისუფლებამ დამსახურება არ დაუკარგა და როდესაც გამოჯამრთელდა,ფილადელფიის კომენდანტად დანიშნა.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო არნოლდმა ერთობ ფუფუნებაში ცხოვრება და მალევე მას ბრალი დასდეს სამსახურეობრივი მოვალეობის უფლებამოსილების გადამეტებასა და უკანონო გზით გამდიდრებაში.თუმცა მანამდე,ფუფუნებაში ცხოვრების მოსურნე ფილადელფიის კომენდანტმა ფორტის – ვესტ-პოინტის ინგლისელებზე მოღალატური გზით გადაცემა დაგეგმა 20 000 ფუნტი-სტერლინგის სანაცვლოდ,მაგრამ მას შემდგომ,რაც თავისი გეგმა ჩაუვარდა,იგი იმ ინგლისელი კოლონისტების ბანაკში გაიქცა,რომლებთან ბრძოლასაც არა მხოლოდ მრავალი წელი,არამედ საკუთარი ფეხიც კი შესწირა.ინგლისში გაქცეულმა არნოლდმა,სადაც მან აღსასრულიც ჰპოვა,ჯილდოდ 55 000 ამერიკული დოლარი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
ერთდროულად,აშშ-ის “ეროვნულ გმირად” და “სამშობლოს გამყიდველად” წოდებული ბენედიქტი ერთ დღეს ლონდონში ვირჯინიის შტატიდან ჩაყვანილ ამერიკელ ტყვეს შეხვდა.მცირეოდენი გასაუბრების შემდეგ იგი დაინტერესდა,თუ რას უზამდნენ მას ამერიკელები იმ შემთხვევაში,თუკი ხელში ჩაიგდებდნენ,რაზეც თანამემამულისაგან მეტად მახვილგონივრული პასუხი მიიღო:
” – ამერიკელებმა რომ ხელში ჩაგიგდონ,იმ ფეხს მოგაჭრიან,რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შესწირე და მას სრული სამხედრო პატივით დაკრძალავენ.რაც შეეხება თქვენი სხეულის დანარჩენ ნაწილებს კი,მათ ამერიკელები უცილობლად – სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ”.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ (1887 წელს) აშშ-ი დადგმული იქნა ბენედიქტ არნოლდის ის ჩექმიანი ფეხი,რომელიც მან აშშ-ის თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირა.თუმცა ძეგლის უკანა მხარეზე გაკეთებული წარწერა იუწყებოდა მხოლოდ იმას,რომ ძეგლზე გამოსახული ფეხი იმ “ბრწყინვალე ჯარისკაცის” საპატივცემულოდ აღიმართა,რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შესწირა იგი.მაგრამ ვის საპატივცემულოდ იქნა ძეგლი დადგმული,მითითებული არ ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი)
ბენედიქტ არნოლდის ფეხის ძეგლი აშშ-ი