დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
მას შემდეგ,რაც დიდი ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,დაინტერესდა თუ როგორი წარმატება ხვდა წილად თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს,გამომცემლისაგან შემდეგი პასუხი მოისმინა: “შეგიძლია წმინდა წიგნი უწოდო კაცმა,რადგან ძეხორციელი ვერა ბედავს მის ხელის ხლებას” (ცნობისათვის,რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმოების სულ რაღაც – 27 ეგზემპლარი გაიყიდა).დაასახელეთ,სტენდალის რომელი ნაწარმოების შესახებ გასცა ავტორს ასეთი ცინიკური პასუხი გამომცემელმა?!
* * * * * * *
პასუხი: აღნიშნული ნაწარმოების სახელი გახლავთ – “სიყვარულის შესახებ”,რომელიც თავის მხრივ,მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო რომანად არის აღიარებული. – (ავტორი გენია.ჯი)