როგორ მმართველს მიიჩნევდა ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად ჟან ბოდენი?
გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი,ჰუმანისტი,ფილოსოფოსი და პარლამენტარი - ჟან ბოდენი (1529-1596 წლები),რომელიც ერთ-ერთი შემმუშავებელი გახლდათ “სახელმწიფო სუვერენიტეტის” თეორიისა,ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი მმართველის შესახებ წერდა:
“თუკი მმართველი სუსტი და ბოროტია – ის აყალიბებს ტირანიას; თუკი მკაცრი და დაუნდობელია, ორგანიზებას უწევს – მასობრივი სასაკლაოების შექმნას; თუკი თავაშვებული და უდისციპლინოა – ქვეყანას დიდ ბორდელად აქცევს; თუკი ძუნწია – ტყავს აძრობს ქვეშევრდომებს; თუკი დაუოკებელია – სისხლსა და ტვინს სწოვს ხალხს.თუმცა ყველაზე საშინელი საფრთხე მაინც იმ მმართველებისგან მომდინარეობს,რომლებიც ინტელექტუალურად არაადეკვატურები არიან”. (ავტორი გენია.ჯი)