როგორ სჯიდნენ 1500-იან წლებში ინგლისში უმუშევრებს?

XX საუკუნის საბჭოთა კავშირში მოქმედი კანონდებლობის მსგავსად, 1500-იან წლების ინგლისშიც დაუსაქმებელ ადამიანებს კანონის ძალით სჯიდნენ.”ნისლიანი ალბიონის” უმაღლესი ხელისუფლება უმუშევარ თანამემამულეებს მეორე ხარისხოვან ადამიანებად თვლიდა და იმ შემთხვევაში,თუკი ისინი რაიმე დანაშაულს ჩაიდენდნენ,გაცილებით მკაცრად სჯიდნენ,ვიდრე იმავე სახის დანაშაულში ბრალდებულ დასაქმებულ ადამიანებს.უმუშევრებს კანონი უკრძალავდა არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ,არამედ ქვეყნის შიდა ტერიტორიებზე მოგზაურობასაც კი.თუ დაუსაქმებელი ადამიანი მაინც გადაწყვეტდა მოგზაურობას და მას დააკავებდნენ,ისევე აკრავდნენ სამარცხვინო ბოძზე,როგორც ლოთებსა და ქურდბაცაცებს აკრავდნენ.ბოძზე გაკრულს ჯერ კარგად სცემდნენ,ხოლო შემდეგ კი ისევ იქ გზავნიდნენ,საიდანაც ჩავიდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>