პატიმრობაში აყვანილი ბენგალური ფიკუსი

სამხრეთ-დასავლეთ აზიაში განთავსებულ – პაკისტანის ისლამურ სახელმწიფოში მდებარე პატარა სამხედრო ქალაქ ლანდი-კოტალში მეტად უჩვეულო ბენგალური ფიკუსის ხე ხარობს. (ავტორი გენია.ჯი). რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,აღნიშნული მცენარე უკვე დიდი ხანია რაც ოფიციალურად იმყოფება პატიმრობაში.რკინის მასიური ჯაჭვებით დაბმული ხის ღეროზე გაკეთებულია დაფა,რომელზეც წერია: “მე პატიმრობაში ვიმყოფები”.

1898 წელს ერთ-ერთმა ბრიტანელმა ოფიცერმა – ჯეიმზ სკვიდმა,რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა,ერთი ვაი-ვიში ატეხა,თითქოს მასზე თავდასხმას ბენგალური ფოკუსი ანხორციელებდა და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჯეიმზის განცხადებისთანავე ადგილობრივი ბრიტანული სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელობამ (როგორც ცნობილია,იმ პერიოდში პაკისტანი ინდოეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა და შესაბამისად,ისიც ინგლისელთა კოლონიალური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა) “დამნაშავე ხის” დაპატიმრების ბრძანება გასცა.სამხედრო ბრძანებები კი,როგორც წესი გადახედვასა და განხილვას არ ექვემდებარებიან.ამიტომ ბრიტანელმა სამხედროებმა ბრძანების მიღებისთანავე ბენგალური ფიკუსი – პატიმრობაში აიყვანეს და იგი (თითქოს სადმე გაიქცეოდა) ოთხი მასიური რკინის ჯაჭვით მიწაზე დააბეს.ასეთი ქმედებით ბრიტანელმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ადგილობრივ მოსახლეობას მიანიშნა,რომ თუკი ისინი ეცდებოდნენ მათ წინააღმდეგ გამოსვლას,ისეთივე მეთოდით დაისჯებოდნენ,როგორც ლანდი-კოტალში მზარდი ბენგალური ფიკუსი დაისაჯა.

მიუხედავად მრავალი ათწლეულის გასვლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისა,პაკისტანში დღემდე მოქმედებს ინგლისელ კოლონიალისტთა მიერ შემოღებული კანონი,რომლის თანახმადაც კანონის დარღვევის შემთხვევაში არა მხოლოდ დამნაშავე ისჯება,არამედ მის მფლობელობაში არსებული საკუთრებაც. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>