“კოვბოების ღირსების კოდექსი”-ს შესახებ…

რქოსანი საქონლის ცხენზე ამხედრებულ მწყემსებს ველურ დასავლეთში,ნამდვილ - კოვბოებს,პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო ფილმ-ვესტერნებში ნაჩვენებ კოვბოებთან.როგორც ცნობილია,კოვბოები საკმაოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ და უმეტეს შემთხვევაში სხვათა მიერ გახლდნენ დაქირავებულნი რანჩოებზე,რათა დამქირავებელთა საქონელი ემწყემსათ. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და,თავდაპირველად,მათ უმეტესობას საკუთარი ცხენებიც კი არ გააჩნდათ.მიუხედავად ამისა,კოვბოებს გააჩნდათ ერთობ მაღალი ღირსების მქონე კოდექსი,რომელსაც აღნიშნული პროფესიის ადამიანები მაქსიმალურად იცავდნენ.კოდექსი კოვბოებს კატეგორიულად უკრძალავდა უიარაღო მამაკაცის მკვლელობას; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მანდილოსნის არა მხოლოდ მოკვლა,არამედ მათი მისამართით იარაღის მიშვერაც კი; კოვბოებს არასოდეს არ უნდა ესარგებლათ სხვისი ქუდით და სხვისი ცხენით,თუ ამის უფლებას მეპატრონე არ მისცემდა; სარეცელი არ უნდა გაეყოთ სხვა მამაკაცის ცოლთან.განსაკუთრებით კი ნათხოვარი ცხენის მეპატრონის მეუღლესთან; უფლება გააჩნდათ ყოველგვარი ყოყმანისა და სინანულის გარეშე ჩამოეხრჩოთ ცხენის ქურდი; იმ შემთხვევაში,თუკი იგი გზაზე ვინმეს გადაასწრებდა,აუცილებლად უნდა მისალმებოდა; მას შემდეგ,რაც ქალაქში სტუმრად მყოფი კოვბოის დასვენების დრო ამოიწურებოდა,ნება ეძლეოდა ქალაქი რევოლვერის სროლებისა და შეშლილი ყვირილის ხმის ფონზე დაეტოვებინა. (ავტორი გენია.ჯი) მათ მიერ ჩადენილი ასეთი ქმედება ველურ დასავლეთში იმ “ქალაქის პატივად” მიიჩნეოდა,რომელშიც კოვბოიმ რამდენიმე დღე იცხოვრა; კოვბოები ვალდებულები იყვნენ გასაჭირში ჩავარდნილ ნებისმიერ ადამიანს დახმარებოდნენ,თუნდაც ეს ადამიანი მათთვის სრულიად უცხო ან მტერი ყოფილიყო; ხელის შეხებით არ უნდა გაეღვიძებინათ უცხო ადამიანი,რადგან ველურ დასავლეთში არსებული ქაოსის გამო,შესაძლო იყო ახლად გაღვიძებულს სრულიად გაუთვითცნობიერებლად დაეხალა მისთვის ტყვია; კოვბოებისათვის ერთ-ერთ აუცილებელი თვისებად თავმდაბლობა და დუმილი მიიჩნევდნეოდა; რაოდენ მშიერები და დაღლილებიც არ უნდა ყოფილიყვნენ,დღის ბოლოსათვის უპირველეს ყოვლისა თავიანთი ცხენებისათვის  უნდა მიეხედათ.სანამ თავად შეჭამდნენ საჭმელს,მანამ ცხენები უნდა გამოეკვებათ!

აი,ასეთი შესანიშნავი ღირსების კოდექსი გააჩნდათ ველურ დასავლეთში მოღვაწე კოვბოებს მრავალი ათწლეულების განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>