მინდვრად დავიჭერ პეპელას,
თუ გამოდგება მარაოდ,
ჩამოგაფარებ სახეზე
და მზისგან დაგიფარავო…
მის ჩრდილქვეშ ერთხელ გაკოცებ,
თუ ერთხელ კოცნა კმარაო.