კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი სიმბოლო – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებული აშშ-ის ერთ-ერთი შტატი – კალიფორნია, 2008 წლის მონაცემების თანახმად ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია.აღნიშნული შტატის დროშაზე,რომელიც 1911 წლის 3 თებერვალს იქნა დამტკიცებული,გამოსახულია მურა დათვის უზარმაზარი ქვესახეობა – გრიზლი,რომელიც თავის მხრივ,კალიფორნიის რესპუბლიკად წოდებული ამერიკული შტატის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა დათვისა,კალიფორნიის,რომლის დევიზსაც წარმოადგენს – “ევრიკა”,სიმბოლოებს ასევე წარმოადგენს ულამაზესი ყვავილი – კალიფორნიული ყაყაჩო და მინერალი – სერპენტინი.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ თუკი აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის ტერიტორიაზე ამავე შტატის სიმბოლოებიდან მრავლად შევხვდებით კალიფორნიულ ყაყაჩოსა და სერპენტინს,ამას ვერ ვიტყვით მის უმთავრეს და ოფიციალურ სიმბოლოზე – გრიზლიზე.უკანასკნელად ეს უზარმაზარი დათვი კალიფორნიის შტატში 1922 წელს იხილეს.მას შემდგომ გრიზლი კალიფორნიაში არავის აღარასოდეს უნახავს.ერთადერთი გრიზლი,რომელიც მის ტერიტორიაზე გვხვდება,გახლავთ ამავე შტატის დროშაზე გამოსახული გრიზლის,სახელად – “მონარქის” ფიტული. (ავტორი გენია.ჯი)
კალიფორნიის რესპუბლიკის დროშაზე გამოსახული გრიზლის – “მონარქის” ფიტული