პატარა ლეგენდა “ახტალის ტალახის” შესახებ…
გურჯაანში განთავსებული სახელგანთქმული ტალახით სამკურნალო კურორტის – ახტალას შესახებ ერთი პატარა ლეგენდა არსებობს,რომელიც დაკავშირებულია იმასთან,თუ როგორ წარმოიშვა ერთ დროს მდელოებით მოფენილ ახტალაში ესოდენ უნიკალური სამკურნალო თვისებებით ცნობილი ტალახი. (ავტორი გენია.ჯი)
როგორც ზემოთ ავღნიშნე,ადრეულ ეპოქებში ახტალას ტერიტორია ველებითა და მდელოებით იყო გარემოცული.იმ ადგილას,სადაც კალო ყოფილა,დიდი საეკლესიო დღესასწაულის დღეს – ხარებას ქალი მუშაობდა.ის კევრზე (პურეულის სალეწი იარაღი) იჯდა,ბავშვი ხელში ეჭირა,ცხენებს მიერეკებოდა და პურს ლეწავდა.სწორედ ამ დროს მასთან ერთ-ერთი წმინდანი მისულა და უთქვამს,რომ,რადგანაც ესოდენ დიდი ქრისტიანული დღესასწაული იყო,მუშაობა ცოდვაში ჩაგეთვლებაო.ქალს წმინდანის შეგონება შეუსმენია და მართლაც შეუწყვეტავს შრომა.თუმცა,როგორც კი იგი თვალს მიფარებია,უმალვე მუშაობა განუგრძია.წმინდანი მთაზე რომ ასულა,უკან მოუხედას და როდესაც დაუნავას,რომ ქალი ისევ განაგრძობდა მუშაობას,განრისხებულა და კალო იმავე წუთშივე რუხ ტალახად გადაუქცევია,ხოლო ბავშვიანი ქალი გაუქვავებია.როგორც გადმოცემა ამბობს,ბავშვიანი ქალის მსგავსი ქვა დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა იმ ადგილზე. – (ავტორი გენია.ჯი)