მეფის რუსეთში არსებული პროსტიტუციის შესახებ…
მეფის რუსეთში ორი ფორმის პროსტიტუცია იყო გავრცელებული: ოფიციალურად აღიარებული,ანუ ლეგალური და საიდუმლო,ანუ არალეგალური (იატაქვეშა).პირველ მათგანს სახელმწიფო აკონტროლებდა და საკმაოდ კარგ შემოსვალსაც იღებდა.აი,მეორე მათგანს კი “თვითშემოქმედებითი” ხასიათი ჰქონდა და შესაბამისად,სახელწმიფო მისგან ვერანაირ ხეირს ვერ ნახულობდა.საყურადღებოა ისიც,რომ ლეგალურ “სიყვარულის სახლებში” (საროსკიპოებში) “დასაქმებულებს” ბევრად სჭარბობდა არალეგალურად მოქმედი მეძავები.ამიტომ მეფის რუსეთში ბევრად უფრო წარმატებით ფუნქციონირებდა ეგრეთ წოდებული – “სიყვარულის შავი ბაზარი”,სადაც ლეგალურად მოქმედი “სიყვარულის სახლებისაგან” განსხვავებით,გაცილებით მცირე საფასური იყო გადასახდელი.თუკი პირველ მათგანს არისტოკრატები და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები სტუმრობდნენ,მეორე მათგანით უფრო ხშირად საშუალო და დაბალი სოციალური ფენის ადამიანები სარგებლობდნენ.იერარქია სუფევდა თავად მეძავებშიც.ლეგალურად გახსნილ საროსკიპოებში მომსახურე მეძავებს – “ბილეთიანებს” უწოდებდნენ და მათ სპეციალურ “ყვითელ ბილეთებს” გადასცემდნენ.ხოლო არალეგალურად მოქმედ მეძავებს კი “ბლანკიანებად” მოიხსენიებდნენ და ისინი ძირითადად მარტო “მოღვაწეობდნენ”.
მეფის რუსეთში იმდენად მომრავლდა ლეგალური თუ არალეგალური ‘სიყვარულის სახლები”,რომ ამით ხელისუფლებაც კი გაღიზიანდა.ასეთი დაწესებულებები ფართოდ იყო გავრცელებული ნებისმიერი დაწესებულების სიახლოვეს.მათ შორის ეკლესიებთან,სკოლებთან და ბაღებთან.სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ 1843 წელს მიიღო რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის – გრაფი პეროვსკის მიერ წარდგენილი კანონი,რომელიც მეტ-ნაკლებად არეგულირებდა საროსკიპოების “საქმიანობას”. (ავტორი გენია.ჯი) ახალი კანონის თანახმად,ყველა მეძავი ვალდებული იყო ოფიციალურად “დასაქმებულიყო” “სიყვარულის სახლებში”.გარდა ამისა,საროსკიპოების გახსნა დასაშვები იყო ეკლესიებიდან,სკოლებიდან და ბაღებიდან 300 მეტრის მოშორებით; დაწესებული იქნა ლიმიტი,რომელიც საროსკიპოებს უკრძალავდა 16 წლამდე ასაკის გოგონების მიღებას; საროსკიპოებს აეკრძალათ მუშაობა გამოსასვლელ და სადღესასწაულო დღეებში; ასევე კატეგორიულად აიკრძალა არასრულწლოვანი ჭაბუკების “სიყვარულის სახლებში” შეშვება; საროსკიპოს გახსნის უფლება ეძლეოდა მხოლოდ 30 წლიდან 60 წლის ასაკამდე მყოფ ქალს და ისიც პოლიციის თანხმობის შემთხვევაში.
რუსეთის იმპერიაში ერთობ გავრცელებული პროსტიტუცია არა მხოლოდ მეფის რუსეთის ხელისუფლებისათვის წარმოადგენდა თავის ტკივილს,არამედ იგი საბჭოთა ხელისუფლებისთვისაც დიდ დაბრკოლებად იქცა.ბოლშევიკებისათვის “მემკვიდრეობით” გადაცემულმა პროსტიტუციამ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დახვეწა მეთოდები და თუ ადრე იგი მხოლოდ ორ ფორმას ატარებდა,მოგვიანებით მას მესამე ფორმაც დაემატა.მესამე ფორმის “სიყვარულის სახლებს” კი ძირათადად ჯარისკაცები,მუშები და ლოთები სტუმრობდნენ.
შესაბამისად,ისევე როგორც “ალკოჰოლიზმთან” ბრძოლამ ვერც ერთ ქვეყანას ვერ მოუტანა წარმატება,ასევე ვერ მოუტანა ვერც ერთ ქვეყანას წარმატება “პროსტიტუციასთან” ბრძოლამაც. – (ავტორი გენია.ჯი)