რა ერქვა სინამდვილეში პითაგორა სამოსელის დედას?
საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და მისტიკოსის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) დედას,სახელად – პითაიდასი ერქვა.თუმცა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,პითაიდასს აღნიშნული სახელი არა მისმა მშობლებმა,არამედ პითაგორას მამამ,ანუ მისივე მეუღლემ – მნესარხმა დაარქვა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად პითაიდასს,როგორც წესი,სახელი საკუთარმა მშობლებმა დაარქვეს და მას – პართენისა (მეორე ვერსიით – პართენიდა) დაარქვეს.მაგრამ მას შემდგომ,რაც მნესარხსს დელფოს ორაკულმა,სახელად პითიამ ვაჟის დაბადება უწინასწარმეტყველა,გახარებულმა მის საპატივცემულოდ საკუთარ ცოლს სახელი გადაარქვა და პითაიდასი უწოდა,ხოლო მის ვაჟს კი – პითაგორა,რაც სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “ის,ვინც გამოაცხადა პითიამ”.ასე რომ,მნეხესმა თავის ცოლსაც და ვაჟსაც ქალაქ დელფოს ორაკულის – პითიას საპატივცემულოდ დაარქვა სახელები. (ავტორი გენია.ჯი)