რატომ მიიჩნევა ჩინეთში ყველაზე პოპულარულ სიგარეტად – “პანდა”?

როგორც ცნობილია,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არც ერთი მარკის სიგარეტის კოლოფზე მითითებული არ გახლავთ რაიმე სახის გამაფრთხილებელი წარწერა ან სურათი ნიკოტინის მავნებელი თვისებების შესახებ.მიუხედავად იმისა,რომ ამ უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის სიგარეტის შეძენა თავისუფლად არის მომხმარებლისათვის შესაძლებელი,შეძლებული სოციალური ფენის მქონე ჩინელები მაინც ყველაზე დიდ უპირატესობას ადგილობრივ სიგარეტს,სახელწოდებით – “პანდა”-ს ანიჭებენ,რომელიც ცნობისათვის,ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სიგარეტად მიიჩნევა ჩინეთში.”პანდას” ფასი 40 ჩინური იუანია,მაშინ როდესაც სხვა ბრენდის სიგარეტის ფასები 6-დან 12 იუანამდე მერყეობს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ბრენდის სიგარეტმა ეგზომ დიდი პოპულარობა არა მასზე გამოსახული ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული საგანძურის – პანდის გამოისობით ან მასში განთავსებული უმაღლესი ხარისხის თუთუნის გამოისობით კი არ მოიპოვა,არამედ იმით რომ აღნიშნულ სიგარეტს მუდმივად მოიხმარდა ჩინელი სახელმწიფო მოღვაწე და “ყველაზე ცნობილ ჩინელად” წოდებული ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი – დენ სიაპონი (1904-1997 წლები).შესაბამისად,სიგარეტი “პანდა” ჩინელთათვის შეძლებული ადამიანის სტატუსთან უფრო სიმბოლირდება,ვიდრე მასში გამოყენებული თუთუნის უმაღლეს ხარისხთან.ამ ძვირადღირებული სიგარეტით ხშირ შემთხვევებში ჩინელი ბიზნესმენები პარტნიორ ბიზნესმენებს ასაჩუქრებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

“ყველაზე ცნობილ ჩინელად” წოდებული – დენ სიაოპინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>