რა განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ იოზეფ გებელსის უტიფარი განცხადების საპასუხოდ?
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა და განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრმა – იოზეფ გებელსმა იოსებ სტალინისა და მისი წარმომავლობის შესახებ მეტად უტიფარი სახის განცხადება გააკეთა: “ისეთ ქვეყანას,რომელსაც “ველური ტომის” შვილი წინამძღოლობს,არაფერი მოეთხოვებაო”. (ავტორი გენია.ჯი) “ველურ ტომში” ამ სასტიკმა და ამაზრზენმა ადამიანმა,რაღა თქმა უნდა უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხი – ქართველები იგულისხმა.გებელსის მიერ ქართველების “ველურ ტომად” მოხსენიებამ უკიდურესად აღაშფოთა გენიალური ქართველი კლასიკოსი მწერალი და გულმხურვალე მამულიშვილი – კონსტანტინე გამსახურდია (1891-1975 წლები),რომელიც თავისი სიდინჯით,აუჩქარებლობითა და სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა.როდესაც დაინტერესდნენ და კონსტანტინეს აღელვების მიზეზი ჰკითხეს,მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს:
“ეს რა ხდება ამ დაწყევლილ ქვეყანაზე? ასეთი თავხედობა და თავის აგდება გაგონილა განა? იმ ნაცისტ გებელსს,საჯაროდ განუცხადებია: - ისეთ ქვეყანას,რომელსაც “ველური ტომის” შვილი წინამძღოლობს,არაფერი მოეთხოვებაო… ასეთი თავხედობა გაგონილა? კიდევ კარგი დავამთავრე ჩემი “დავით აღმაშენებელი”,რომ გებელსს და მის მსგავსებს გავაგებინო,რა არის საქართველო და ვინ ვართ ჩვენ,ქართველები… მე დიდსულოვნად შევუნდე უცხოეთში მცხოვრებ ერთ ქართველს (სავარაუდოდ,მხდველობაში ჰყავდა – გრიგოლ რობაქიძე) მრავალი შეცდომა იმის გამო,რომ ისიც გამწარდა ამ გიჟური ლანძღვით…
მე ხომ ვიცი,ფაშისტებს რომ მოეხერხებინათ საქართველოში შემოსვლა,ისე,როგორც მათ უკრაინაში და სხვა რესპუბლიკებში შესძლეს,ისინი ჩვენ,ქართველებს,ლენშიკებზე უფრო მაღალ ადგილს არ გვაღირსებდნენ,ვანდალთა წესით მოგვისპობდნენ საუკუნეთა ანალებში გამოტარებულ კულტურას და ყაჩაღურად წაგვართმევდნენ ჩვენს მშობლიურ ენას”. – (ავტორი გენია.ჯი)