სად გადაასვენეს ვლადიმერ ლენინის ნეშტი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას?
საკითხი საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელისა და 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერის – ვლადიმერ ლენინის ცხედარის ბალზამირებისა და შენახვის შესახებ დასმული იქნა 1924 წლის იანვრის თვეში,ანუ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების დღეებშივე.აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი იოსებ სტალინი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) აი,რას ამბობდა იგი ამის შესახებ: “ლენინი არა მარტო ჩვენი,არამედ მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი ნდა მასწავლებელია. და არ შეიძლება მისი ჩვეულებრივი მოკვდავივით დასაფლავება.იგი უნდა ნახოს თაობებმა.ლენინი მავზოლეუმშუ უნდა იყოს დასვენებული”.ერთადერთი ადამიანი,ვინც ამის სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ,თავად ლენინის მეუღლე- ნადეჟდა კრუპსკაია იყო.მას სურდა საკუთარი ქმარი დედის გვერდით დაესაფლავებინათ ლენინგრადში.იგი სტალინისაგან დაჟინებით მოითხოვდა,რომ ვლადიმერის ცხედარი ლენინგრადში გადაესვენებინათ და იქ დაეკრძალათ.სტალინმა მის დაჟინებულ მოთხოვნაზე კრუპსკაიას ასეთი პასუხი გასცა: “თქვენ განათლებული ადამიანი ხართ და უნდა მიხვდეთ ჩვენი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.თქვენ ანგარიში უნდა გაუწოით ათეულ და ასეულ ათასობით მშრომელთა სამართლიან მოთხოვნას.გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ,რომ ლენინი მარტო თქვენ არ გეკუთვნით,ლენინი ეკუთვნის მსოფლიოს”.
როგორც ცნობილია,სტალინმა თავისი გაიტანა: საბოლოოდ გადაწყდა – ლენინის ცხედარი შენახულიყო აკლდამაში და მისი ნახვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ადამიანისათვის.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის ივლისში თავდაცვის სახალხო კომიტეტის სხდომაზე უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა ლენინის ცხედრის მოსკოვიდან გადატანის საკითხი.სხდომაზე გამოძახებული იქნა პროფესორი ბორის ბაზარსკი (ცნობისათვის,სწორედ ბაზარსკიმ გაუკეთა ბალზამირება პირველად ბელადის ცხედარს.გარდა ამისა, იგი იყო პასუხისმგებელი ლენინის ცხედრის შენახვაზე).მას სხდომაზე დაავალეს,რომ ხელმძღვანელობა გაეწია ლენინის ცხედრის მოსკოვიდან ქალაქ ტიუმენში გადატანაში..ამისათვის გამოიყო სამი ვაგონისაგან შედგენილი მატარებელი სპეციალური დანადგარებით ოპტიმალური მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად.როდესაც ყველაფერი მომზადდა,ლენინის ცხედარი ღამით გასაიდუმლოებულად გამოასვენეს მავზოლეუმიდან.
სანამ ტიუმენში ჩავიდოდნენ,ბაზარსკიმ გზაში რამდენჯერმე გააჩერებინა მატარებელი,რათა საგულდაგულოდ შეემოწმებინა დანადგარებისა და აპარატურის მუშაობა.ცხადია,ქალაქ ტიუმენის ხელმძღვანელობამ წინასწარ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.როდესაც ტიუმენში ჩასულმა ბაზარსკიმ საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი პირების ხელმოწერილი დოკუმენტი წარუდგინა ტიუმენის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს,ის მაშინვე ჩაერთო საქმეში. (ავტორი გენია.ჯი) პირველ რიგში საჭირო იყო მოენახათ შესაფერისი შენობა.ამისათვის დაათვალიერეს და შეამოწმეს ქალაქის თითქმის ყველა ნაგებობა და ბოლოს არჩევანი შეაჩერეს ქალაქის ცენტრში,ერთერთ მყუდრო ქუჩაზე მდებარე შენობაზე,რომელშიც მოთავსებული გახლდათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.
შენობა უმალვე იქნა დაცლილი ინვენტარისა და ზედმეტი საგნებისაგან.იმავე საღამოს სარკოფაგი ლენინის ცხედრით სრულიად გასაიდუმლოებულად იქნა მეორე სართულზე,დიდ დარბაზში დასვენებული.ჩაირთო ყველა საჭირო დანადგარი,აპარატი, და იქცა კიდეც იგი ბელადის დროებით მავზოლეუმად.
ლენინის ცხედარი რომ მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ტიუმენში იმყოფებოდა,ეს არავინ იცოდა (თუკი მხედველობაში არ მივიღებთ პოლიტბიუროს წევრებსა და კიდევ რამდენიმე კაცს,რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი ცხედრის გადასვენებაში)…
ტიუმენში შიგნიდან შენობას კრემლის დაცვა იცავდა,გარედან კი ქალაქის უშიშროების სამსახურის მუშაკები.
როგორც მოსკოვში,ისევე ტიუმენში,სპეციალური ქვეგანაყოფი ყოველდღიურად დანიშნულ დროს პოსტზე დგებოდა და ყოველდღიურად მეორდებოდა მცველთა შეცვლის ჩვეული რიტუალი.
ვინმეს ეჭვი რომ არაფერში შეეტანა,მოსკოვშიაც,მავზოლეუმთან ასევე მეორდებოდა ჩვეულებრივი ცერემონიალი.მავზოლეუმი რომ ცარიელი იყო,მოსკოველთაგან ეს არავინ იცოდა.
ტიუმენში კი სპეციალური ლაბორატორიის თანამშრომლები დაძაბულად მუშაობდნენ ლენინის ცხედრის სათანადოდ შენახვისათვის.
1945 წლის აპრილში ლენინის ცხედარი ტიუმენიდან კვლავაც მოსკოვში დააბრუნეს გასაიდუმლოებულად და იგი ისევ მავზოლეუმში დაასვენეს. (ავტორი გენია.ჯი)
ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში