რატომ განათავსეს ფრაიბურგის საკათედრო ტაძარზე უჩვეულო ფორმით ქვის გარგულია მშენებლებმა?

გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში მდებარე გოთიკური სტილით ნაგებ საკათედრო ტაძარს,რომელიც ქვის გასაოცარი ხელოვნებით ნაკეთები გარგულიებით არის შემკული,ერთი მეტად უჩვეულო ფორმის ქვის გარგულია “ამშვენებს”. (ავტორი გენია.ჯი) ფრაიბურგის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე დასაქმებულმა ოსტატებმა ზოგიერთი ქვის გარგულია სახურავიდან ჩამომავალი წვიმის წყლის მილად (ჟოლოპად) გამოიყენა და ისინი ისეთი ფორმით დაამონტაჟა,რომ ნაწვიმარი წყალი ამა თუ იმ ქვის გარგულიას პირიდან გადმოედინებოდა.თუმცა ფრაიბურგის საკათედრო ტაძარზე განთავსებულია ერთი უჩვეულო და შეიძლება ითქვას,გასაოცარი ფორმის ქვის გარგულიაც,რომელიც ისე არის წარმოდგენილი,რომ ნაწვიმარი წყალი პირში ჩასდის,ხოლო წყლის ნაკადი კი უკანა ტანიდან გამოდის (ესე იგი – პირიქით).ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,მშენებლობის მიმდინარეობის დროს,ქალაქის მმართველმა საბჭომ უარი განუცხადა ოსტატებს მათ მოთხოვნაზე – ხელფასი გაეზარდათ მშენებლობაზე დაკავებული მუშებისათვის.უარმა ქვის ოსტატების დიდი გულისწყრომა გამოიწვია და მათ ერთგვარი პროტესტის ნიშნად,საკათედრო ტაძრის იმ ნაწილზე,რომელიც ქალაქის საბჭოს გადაჰყურებდა,ერთობ უჩვეულო ფორმით განათავსეს ქვისაგან დამზადებული სკულპტურა,რომელიც დღემდე შემორჩა გოთიკური სტილით ნაგებ შესანიშნავი არქიტექტურის მქონე ტაძარს. (ავტორი გენია.ჯი)

ჩვეული მეთოდით დამონტაჟებული ქვის გარგულია ფრაიბურგის საკათედრო ტაძარზე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>