დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყოველი ადამიანი,რომელსაც პედაგოგი ჰქვია,უცილებლად ფლობს ერთ-ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნებას.ის,ვისაც პედაგოგად სურს მუშაობის დაწყება,იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცის,პედაგოგად მუშაობის დაწყების არავითარი შანსი არ გააჩნია.დაასახელეთ,რომელი ეგრეთ წოდებული – “ეროვნულ ინსტრუმენტის” დაკვრის ცოდნაა სავალდებულო ჩრდილო კორეელი პედაგოგებისათვის?
* * * * * * *
პასუხი: ჩრდილოეთ კორეის “ეროვნულ ინსტრუმენტად” – აკორდეონია აღიარებული.შესაბამისად,ჩრდილოკორეელი პედაგოგებისათვის სავალდებულოა აკორდეონზე დაკვრის ხელოვნების ცოდნა. – (ავტორი გენია.ჯი)