დეკროტუარი

XVIII საუკუნის ნახევარში,მაშინ როდესაც რიგ ევროულ ქვეყნებში სათანადო ყურადღების მიქცევა დაიწყო ჰიგიენისა და სისუფთავის მიმართ,ქუჩებში,რომლებშიც ერთობ ჭირდა გადაადგილება ფეხსაცმლის დასვრის გარეშე,სპეციალურად დაიწყეს რკინისაგან დამზადებული - დეკროტუარების განთავსება,რომელთა საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ეძლეოდათ ტალახითა და თოვლით მოსვრილი ფეხსაცმელების ძირები გაეწმინდათ. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ტალახისაგან და თოვლისაგან ფეხსაცმელების ძირების გასაწმენდმა მეტად პრაქტიკულმა საშუალებამ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა მოქალაქეებში,რომ დეკროტუარების დამონტაჟება ერთგვარ გლამულურ მოდადაც კი იქცა.შესაბამისად,ყოველი მოქალაქე ცდილობდა,რომ საკუთარი სახლის შესასვლელთან სხვადასხვა ფორმის (მათ შორის მეტად უცნაური ფორმების) მქონე დეკროტუარი განეთავსებინა და ამით თავიდან აეცილებინა სახლში შემსვლელი ადამიანების მიერ იატაკის დასვრა. XIX საუკუნის ნახევარში ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარებამ დეკროტუარებს ერთგვარად გამოცალა ფუნქცია,ხოლო ავტომობილების გამოჩენამ კი მათ საბოლოოდ დაუკარგა აქტუალურობა.შესაბამისად,რიგი ქალაქების ხელისუფლებებმა მასობრივად დაიწყეს დეკროტუარების დემონტაჟი,რადგან ისინი ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტისთავის პოტენციური საფრთხის შემცველად იქნა მიჩნეული.ის სხვადასხვა მეტალები კი,რომლებითაც დეკროტუარები იყო დამზადებული,ჯართად აბარებდნენ.მიუხედავად ამისა,დღეისათვის მაინც არის შემორჩენილი  რამდენიმე ევროპულ ქალაქში ძველი პერიოდის დეკროტუარები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>