როდის გაუკეთეს დემონტაჟი “წითლებმა” კრემლის კოშკებზე აღმართულ მეფის რუსეთის უმთავრეს სიმბოლოებს?

როგორც ცნობილია, რუსეთში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება 1917 წელს განხორციელდა,რის შემდგომაც ხელისუფლება დროებითმა მთავრობამ აიღო ხელში, თუმცა იმავე წელს ბოლშევიკებმა ისინიც ჩამოადგეს და თავად გახდნენ უზარმაზარი ქვეყნის სასტიკი ბატონ-პატრონები. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან გარკვეული პერიოდის განვალობაში ბოლშევიკები ბრძოლას განაგრძობდნენ არა მხოლოდ მეფის რუსეთის მხარდამჭერ ეგრეთ წოდებულ – “თეთრ მოძრაობასთან”,არამედ ყოველივესთან,რაც კი დაკავშირებული იყო ძველ ხელისუფლებასთან.ამის ფონზე კი მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება,რომ კრემლის კოშკებზე ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების უზურპაციიდან 18 წლის განმავლობაში,კვლავაც მეფის რუსეთის უმთავრესი სიმბოლო,უზარმაზარი მოცულობის მქონე – “ორთავიანი არწივები” იყო განთავსებული.მიუხედავად იმისა,რომ რევოლუციის ბელადმა – ლენინმა არა ერთხელ გამოთქვა კრემლის კოშკებიდან მეფის რუსეთის უმთავრესი სიმბოლოების ჩამოხსნის სურვილი,ისინი მისი სიკვდილის შემდეგაც კი 11 წლის განმავლობაში “ამშვენებდნენ” კრემლს.კომუნისტები ზემოაღნიშნული სიმბოლოების დატოვების მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებდნენ,თუმცა მათ შორის უმთავრესად იმას,რომ საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა ის ტექნიკური საშუალებები,რითაც შესაძლებელი იქნებოდა მეფის რუსეთის სიმბოლოების კრემლის კოშკებიდან მოხსნა ისე,რომ კოშკები დემონტაჟის დროს არ დაიზნებულიყვნენ.საბოლოო ჯამში, 1935 წელს,რევოლუციიდან 18 წლის გასვლის შემდგომ ამწეების გამოყენებით ორ კვირაში გაუკეთდა დემონტაჟი კრემლის კოშკებზე აღმართულ ორთავიან არწივებს,რომლებიც კომუნისტთა უმთავრესი სიმბოლოებით – “წითელი ვარსკვლავებით” იქნა ჩანაცვლებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>