უცნაური ულტიმატუმი
რამდენიმე ხნის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დასაქმებულმა საქალაქო ავტობუსების მძღოლებმა ქალაქის ხელისუფლებას ხელფასების გაზრდის თხოვნით მიმართეს,თუმცა პასუხად – უარი მიიღეს. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ მძღოლების საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა ქალაქის მმართველი საბჭოს წევრებთან გამართეს შეხვედრა,რა დროსაც მეტად უცნაური სახის ულტიმატუმი წაუყენეს მათ: იმ შემთხვევაში,თუკი ჰოგ კონგელ ავტობუსის მძღოლებს ხელფასები არ გაეზრდებოდათ,ასეთ შემთხვევაში მძღოლები მაქსიმალურად შეიკავებდნენ თავს მოძრაობის წესების დარღვევისაგან.ეს კი თავის მხრივ,ამ უდიდეს მეგაპოლიში,სადაც ათეულ ათასობით ავტომობილი გადადგილდება,უცილობლად გამოიწვევდა უზარმაზარ საცობებს.სწორედ საცობების წარმოშობის შიშმა აიძულა ჰონგ კონგელი ჩინოვნიკები საქალაქო ავტობუსების მძღოლებისათვის ხელფასები მათი მოთხოვნის-და მიხედვით გაეზარდათ. – (ავტორი გენია.ჯი)