ნიკოლო პაგანინის პასუხი ფერნანდო პაერის…
ერესში დადანაშაულებულმა და მრავალი “ცნობილი გვამის” მიერ იგნორირებულმა გენიალურმა იტალიელმა მევიოლინემ და კომპოზიტორმა - ნიკოლო პაგანინიმ (1782-1840 წლები),თავისი მასწავლებლის,გამოჩენილი იტალიელი კომპოზიტორისა და სამეფო კამერული ანსამბლის დირიჟორის – ფერდინანდო პაერის (1771-1839 წლები) მიერ დასმულ შეკითხვაზე,უარყოფდა თუ არა იგი ყოველივეს,რასაც მასზე მისი მტრები და მოშურნეები ამბობდნენ,თავისმა ვირტუოზმა შეგირდმა ასეთი გულუბრყვილო და მეტად სპეტაკი პასუხი გასცა:
” – ძვირფასო მაესტრო,მე არა მყავს მტრები.ყოველივე იმას,რასაც ჩემზე წერენ,არაფერი საერთო არა აქვს ცოცხალ პაგანინისთან.ყოველ შემთხვევაში,მე არც ვიცნობ ისეთ ადამიანებს,რომელთა შესახებ ფიქრი შემაშინებს.როგორ შეიძლება წამართვა ის,რისთვისაც მთელი ჩემი სიცოცხლე შემიწირავს, – როცა თავსა ვგრძნობ მთელი ძალით აღსავსე მევიოლინედ? შენი შურთო,თქვენ ამბობთ,მაგრამ მე არა ვმტრობ ხალხს.მე არავის მიმართ არა მაქვს გულში მტრობა,არავისზე არა ვფიქრობ ზიზღით, და მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არა მქონია შემთხვევა,რომ დიდხანს შევეწუხებინე ვისმეს მიმართ შურისძიების გრძნობას. (ავტორი გენია.ჯი) უფრო მეტსაც გეტყვით: მე მახარებს ყოველი ნიჭის გამოჩენა,მახარებს ყოველ ადამიანში სულის მშვენიერი მოძრაობა,მე არა ვხედავ არავითარ ზიანს,თუ აღმოჩნდება ჩემი ძალის თანასწორი მევიოლინე,მაშინ მხოლოდ შრომა შემიმსუბუქდება; ყოველი კონცერტი ერთი წლის სიცოცხლეს მართმევს.მოვა ჩემს დამხმარედ ვინმე სხვა და შემიმსუბუქებს იმ წვას,რასაც ხელოვნებისადმი სამსახური ეწოდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
ფერნანდო პაერი