“დამაკვირდი”
1. “არ შეიძლება” ფრანგული სიტყვა არ არის”. – ნაპოლეონ ბონაპარტი
* * *
2. “მხოლოდ სამშობლოში,მხოლოდ ბავშვობის მოგონებებით დაჩრდილულ ადგილებში გრძნობს ადამიანი მისი დასასრულის სიახლოვეს ყველაზე თვალნათლივ და უნუგეშოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. “რა უბედურია ის ქვეყანა,სადაც ორღანს გარმონად აქცევენ; და რა უბედურია ის ბედუკუღმართი ხალხი,რომელიც ამ ინსტრუმენტში ჰპოვებს თავის ნუგეშს”… – ნიკოლო პაგანინი
* * *
4. “ადამიანთა გარკვეული კატეგორია ვარაუდობს,რომ ხალხის მართვა უფრო იოლია ბიწიერებითა და ვნებათა შემწეობით,ვიდრე სიკეთის საშუალებით.ისინი ვარაუდობენ,რომ საზოგადოებაში მცირე ბიწიერების დანერგვით შეუძლიათ აღმოფხვრან უფრო დიდი ბიწიერებანი.თუმცა იმას კი ვერ ათვითცნობიერებენ,რომ მცირე ბიწიერების დანერგვით დიდ ბიწიერებაზე კიდევ უფრო დიდ ბიწიერებას რომ ნერგავენ!”
* * *
5. “ჭკვიანს ყოველთვის შეუძლია გაიგოს და სწორად აღიქვას ჭკვიანი კაცის ქცევა და მოქმედება”. – ვიაჩესლავ მოლოტოვი
* * *
6. ”რევოლუციური სისხლის ოკეანეში გაცილებით უფრო კარგია დახრჩობა,ვიდრე მის ზედაპირზე ცურვა”. – ალექსანდრე ვინოგრადოვი
* * *
7. “ფსიქოთერაპიის მიზანი სულის განკურნებაა,ხოლო რელიგიის მიზანი – სულის ხსნა”. – ვიქტორ ემილ ფრანკლი
* * *
8. “ცხოვრების ყველაზე დიდი შეკითხვაა – როგორ ვიცხოვრო ადამიანებს შორის”. – ალბერ კამიუ
* * *
9. “არასოდეს მიიჩნიოთ ბედნიერად ის ადამიანი,რომელიც ბედნიერებაზეა დამოკიდებული”. – ლუციუს ანეუს სენეკა – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ცხოვრება არის თამაში,რომლის წესებიც ჩვენთვის უცნობია”. – სიორენ კირკეგორი