ნატო ვაჩნაძე წერდა…
”ადამიანის განშორებას ვერ შეურიგდები.სულში მუდამ გრჩება ერთი სამწუხარო შეკითხვა,შეგრძნება: ყველაფერი,რაც დაკავშირებულია ცხოვრებასთან,მუშაობასთან და შემოქმედებასთან,ყველაფერი,რასაც ჩვენ ვეძახით ადამიანის ხასიათს,ემოციას,ტემპერამენტს,ნებისყოფას,ვაჟკაცობას,კეთილშობილებას – განა ყველაფერი ეს შეიძლება მოკვდეს?
და ყოველთვის,როდესაც ბედნიერებას,ან მწუხარებას განიცდი,როცა მუშაობას სიხარული,ან წყენა მოაქვს,როდესაც აღტაცებული ხარ ბუნების სილამაზით და ცხოვრების მადლით იმსჭვალები,როცა ხედავ ბავშვები როგორ იზრდებიან და მათში ნაცნობ ნაკვთებს ჰპოულობ – დაკარგულის არყოფნა გტანჯავს და არ შეგიძლია მის განშორებას შეურიგდე.
დაე ეცოცხლა,ფიქრობ ასეთ წუთებში და ეხარა ცხოვრებით,რომელსაც იგი მთელი მისი სისავსით გრძნობდა.
გადის დღე,კვირა,თვე – ღამე ვერ ისვენებ.აზრი და გონება ძილშიც მუშაობს: ყოველ დღეს აღიქვამ მთელი სიმძაფრით – “გათავდა – აღარ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)