აიათოლა ხომეინი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის უმთავრეს შემოქმედსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს – აიათოლა მუსავი ხომეინის (1902-1989 წლები) უმთავრესი მიზანი მსოფლიოში შიიტური სარწმუნოების გაბატონება იყო. (ავტორი გენია.ჯი) მკაცრი,გავლენიანი,ევროპის მოძულე და “კუშტ პართელად” წოდებული ხომეინი არ სცნობდა არავითარ კულტურასა და კომპრომისს.ერთხელ როდესაც მას ჰკითხეს,თუ რას ფიქრობდა სამშობლოზე,მეტად უცნაური და მოკლე პასუხი გასცა: ” – ხიჩ”,ანუ “არაფერს!” – მისთვის შიიტობა იყო სამშობლოც,პატრიოტიზმიც,ომიც და მშვიდობაც. და ამის ფონზე ალბათ,სრულებით არ არის გასაკვირი ის პასუხი,რომელიც მან ერთ-ერთ ევროპელ ჟურნალისტს გასცა შეკითხვაზე,თუ რას ფიქრობდა იგი ისეთ გენიალურ პიროვნებებზე,როგორებიც გახლდნენ – ბეთჰოვენი,შექსპირი და რაფაელი: – “მე ისინი არაფერს მეუბნებიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)