დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,თავისი სასტიკი ბუნებით სახელგანთქმულ ესპანური ინკვიზიციის ერთ-ერთ უმთავრეს დამაარსებელსა და ესპანეთის პირველ “დიდ ინკვიზიტორს” – თომას დე ტორკვემადას (1420-1498 წლები),რომლის უშუალო ბრძანებითაც 10 220 ადამიანი იქნა კოცონზე ცოცხლად დამწვარი და კიდევ უფრო მეტი ნაწამები,განსაკუთრებულად სძულდა მავრიტანიული წარმომავლობის მქონე ხალხი – მავრები,რომლებიც ათიათასობით ებრაელთან ერთად ესპანეთიდან განდევნა.დაასახელეთ ის მიზეზი,თუ რატომ სძულდა უსასტიკეს ჯალათს – ტორკვემადას განსაკუთრებით – მავრები?
* * * * * * *
პასუხი: ”დიდი ინკვიზიტორის” მავრებისადმი განსაკუთრებული სიძულვილი განპირობებული იყო იმ გარემოებით,რომ ჭაბუკი ტორკვემადას შეყვარებულმა ქალმა არჩევანი არა მის სასარგებლოდ,არამედ ერთ-ერთი მავრის სასარგებლოდ გააკეთა და სწორედ მას გაჰყვა ცოლად. – (ავტორი გენია.ჯი)