რატომ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ალექსანდრე ბელის შვილთაშვილს?
შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი გამომგონებლის,მეცნიერისა და ბიზნესმენის - ალექსანდრე გრეიმ ბელის (1847-1922 წლები),რომლის სახელიც ტელეფონის გამოგონებასთან ასოცირდება,შვილთაშვილი – უოლტერ კენდალ მაიერსი 1977-2007 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) ამაში საკვირველი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება,რის გამოც გავამახვილე კიდეც თქვენი ყურადღება მის მიმართ. 2009 წლის 4 ივნისს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაატარა სპეცოპერაცია,რა დროსაც დაკავებული იქნა არა მხოლოდ ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მკვლევარი და ალექსანდრე ბელის შვილთაშვილი - უოლტერ კენდალ მაიერსი,არამედ მისი მეუღლე – გვენდოლინიც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ცოლ-ქმარს ბრალად წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება კუბის რესპუბლიკის სასარგებლოდ.როგორც გამოძიებამ დაადგინა,პირველი ტელეფონის გამომგონებლის შვილთაშვილი 30 წლის მანძილზე აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას კუბის დაზვერვის სამსახურს.მაიერსმა გამოძიებას იმ შემთხვევაში დაპირდა აღიარებითი ჩვენების მიცემას,თუკი მის 71 წლის ასაკში მყოფ მეუღლეს სასჯელს შეუმსუბუქებდნენ.დაკითხვისას უოლტერმა განაცხა,რომ მათ ქმედებას არა რაიმე ფინანსური ინტერესი,არამედ მათივე “სინდისი” განაპირობებდა.საბოლოო ჯამში,სახელოვანი ამერიკელი გამომგონებლის – ალექსანდრე გრეიმ ბელის შვილთაშვილს სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,ყოველგვარი საქმის გადახედვისა და შეწყალების გარეშე.მის მეუღლეს კი,ქმრისადმი დახმარების გაწევისათვის 81 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.გარდა ამისა,სასამართლოს განჩინებით განხორციელდა მაიერსების 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების კონფისკაციაც.მათ შორის ვაშინგტონში არსებული ფეშენებელური ბინისა და 12 მეტრი სიგრძის მქონე იახტის ჩათვლით. – (ავტორი გენია.ჯი)
უოლტერ კენდალ მაიერსი და მისი მეუღლე