იცით თუ არა,რომ
1. დიდმა ინგლისელმა რეჟისორმა და პროდიუსერმა – რიდლი სკოტმა,თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში – “გლადიატორი”,საკუთარი მეუღლე – ჯანინა ფაციო ეპიზოდურ როლში ათამაშა.ჯანინამ ფილმის მთავარი გმირის – მაქსიმუსის მეუღლის როლი განასახიერა. – (ავტორი გენია.ჯი)
2. გამოჩენილ ინგლისელ ბუნებისმეტყველს – ჩარლ დარვინს ერთ-ერთი თავისი უახლოესი მეგობარი,პროფესიით ზოოლოგი – ტომას ჰენრი ჰაქსლი – “მეცნიერების რომის პაპს” ეძახდა.თუმცა,თავად საკუთარ თავს – “სულელს” უწოდებდა და ამავე ფსევდონიმით წერდა წერილებს მეგობრებს.
3. ესპანეთში განხორციელებული სამოქალაქო ომის შემდგომ,როდესაც დაემხო რესპუბლიკური მთავრობა და ქვეყნის ხელისუფლება ხელში აიღო გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ,ასეულობით რესპუბლიკელის ბავშვი იქნა გატაცებული,რომელთა უდიდესი ნაწილი იმ ოჯახებს გადასცეს აღსაზრდელად,რომლებიც ფრანკოს დიქტატორული რეჟიმისადმი ლუოიალურად იყვნენ განწყობილნი.ნაწილი კი ეკლესიებს მიაბარეს.
4. 1970-იან წლებამდე ბელგიის სამეფოში არსებული სკოლების ბუფეტებში 1/5 % ალკოჰოლის შემცველი ლუდი იყიდებოდა მოსწავლეებზე.
5. შარვალს,რომელიც პირველად ცენტრალურ აზიაში გამოჩნდა,ძველი ბერძენი და ძველი რომაელი მამაკაცები,როგორც წესი,არ ატარებდნენ (ბერძნები ჰიმატონს იცვამდნენ,ხოლო რომაელები ტოგას).ისინი შარვალს “ბარბაროსებისათვის” დამახასიათებელ ტანისამოსად მიიჩნევდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
6. ყველაზე ხანდაზმული ადამიანი,რომელსაც “საბჭოთა კავშირის გმირის” წოდება მიენიჭა,გახლდათ 83 წლის ასაკში მყოფი რუსი გლეხი – მატვეი კუზმიჩი (1858-1942 წლები).
7. როგორც ცნობილია,საყოველთაოდ პოპულარული ჟურნალი – “National Geographic” დაარსებული იქნა 1888 წელს.მის ერთ-ერთ დამაარსებლად კი შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი გამომგონებელი – ალექსანდრე ბელი მიიჩნევა.აღნიშნულ ჟურნალს გარკვეული პერიოდის მანძილზე რედაქტორობდნენ ბელის სიძე და შვილიშვილი.
8. გენიალური ფრანგი მხატვარი და ფრანგული იმრესიონიზმის ფუძემდებელი – კლოდ მონე, 15 წლის ასაკში 20 ფრანკად ჰყიდდა მის მიერ დახატულ კარიკატურებს.
9. დიდი ფრანგი კომიკოსი მსახიობის – ლუი დე ფიუნესის მეუღლე – ჟანა ავგუსტინ დე ბარტელები გამოჩენილი ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის ნათესავი ქალი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
10. სახელოვან დანიელ მეზღაპრეს – ჰანს კრისტიან ანდერსენს გენიალური ინგლისელი ფიზიკოსის,მათემატიკოსისა და ასტრონომის – ისააკ ნიუტონის შესახებ ზღაპარი აქვს დაწერილი.