ამანსიო ორტეგა გაონა – “ეპიზოდი”
ესპანური კომპანიის – “Inditex”-ის ფუძემდებელი,მეწარმე და 2016 წლის მონაცემებით,მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსის შემდგომ - ამანსიო ორტეგა გაონა,რომელიც მსოფლიოს 77 ქვეყანაში 5 000 მაღაზიას ფლობს,უკიდურეს სიღატაკეში გაიზარდა. (ავტორი გენია.ჯი) ამანსიოს რკინიგზაში მომუშავე მამამ და მოსამსახურე დედამ უფულობის გამო ვერაფრით უზრუნველყვეს შვილისათვის სათანადო განათლების მიცემა,რის გამოც 13 წლის ასაკში ორტეგას სკოლის მიტოვება მოუხდა.შესაბამისად,დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს – საშუალო განათლებაც კი არ მიუღია.ამავე ასაკში ამანსიომ მუშაობა დაიწყო მაისურების გამყიდველად მაღაზიაში. 14 წლის ასაკში კი ლა კორუნიაში გადაბარგებული ადგილობრივ სამკერვალო ატელიაში დასაქმდა.ატელიეს ხელმძღვანელმა,მომავალი მოდის მაგნატის მამა თავისთან დაიბარა და უთხრა: “ამ ბიჭისგან მკერავი არ დადგება,რადგან მკერავი უნდა იყოს კომუნიკაბელური”.შესაბამისად,მას ატელიეს დატოვება მოუწია.მიუხედავად ასეთი სირთულეებისა,ორტეგა მაინც დასახული მიზნისაკენ მიდიოდა: მას უკიდურესი ეკონომიური გაჭირვებისაგან უნდა ეხსნა არა მხოლოდ საკუთარი თავი,არამედ თავისი სათაყვანებელი ოჯახიც.
…და აკი იხსნა კიდეც… თავის პირველ მეუღლესთან – როსალია მერასთან ერთად,ამანსიომ 1975 წლის 15 მაისს გახსნა საკუთარი მაღაზია,სახელწოდებით – “Zorba”,რომელსაც რამდენიმე ხანში სახელი გადაარქვეს და – “Zara” უწოდეს.
დღეისათვის,აღნიშნული კომპანია მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სავაჭრო კომპანიაა,მისი სიღატაკეში აღზრდილი,თუმცა ძალიან გონიერი და მიზანსწრაფული მეპატრონე – ამანსიო ორტეგა გაონა კი,მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი,რომლის ქონებაც 67 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. – (ავტორი გენია.ჯი)
როსალია მერა
ამანსიო ორტეგა გაონას მფლობელობაში მყოფი სავაჭრო კომპანია – “Zara”-ს ერთ-ერთი მაღაზია