რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ…

1. შესანიშნავი ცურვის უნარის მქონე მღრნელების რიგის ძუძუმწოვარა ცხოველს – ინდატრას ჰაერის გარეშე 12 – 17 წუთის გარეშე შეუძლია გაძლება.რაც ასევე საინტერესოა,გახლავთ ის,რომ ინდანტრების ბუნბრივ პირობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი წელია,მაშინ,როდესაც ტყვეობაში ისინი 10 წლამდე ცოცხლობენ.

2. კატისებრთა ოჯახის ძუძუმწავარ მტაცებელ ცხოველს – ციმბირის ვეფხვს,რომელიც ყველაზე იშვიათი ქვესახეობაა ვეფხვბისა,ღამით ადამიანზე ხუთჯერ უკეთ ძალუძს ხედვა.გარდა ამისა,ციმბირის ვეფხვს სხვა ქვესახეობის ვეფხვებთან შედარებით ყველაზე სქელი ქონი აქვს,რაც მას მკაცრი კლიმატური პირობებისაგან იცავს.”წითელ წიგნში” შეტანილი ციმბირის ვეფხვის მკვლელობისათვის,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბრაკონიერებს – სიკვდილით სჯიან. – (ავტორი გენია.ჯი)

3. მესამეულ პერიოდში მობინადრე ხორთუმიანთა რიგის უზარმაზარი ნამარხი ცხოველების – მასტოდონტების გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს – ტუბერკულოზი სახელდება.

4. წყვილჩლიქოსნების რიგის მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახის ცხოველები - ირმები,სხვადასხვა ხალხების ფოლკლორებში,მითებსა და კულტურებში,სხვა მრავალი ცხოველისაგან განსხვავებით,იმთავითვე სიმბოლირდებოდა – სიდიადესთან,კეთილშობილებასთან,სილამაზესთან,გრაციასა და სისწრაფესთან.

5. ძაღლისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი – კოიოტი,ამერიკის შეერთებული შტატების 50 შტატიდან 49 შტატში ბინადრობს.ერთადერთი შტატი,სადაც კოიოტს ბუნებრივ პირობებში ვერ შეხვდებით – ჰავაის შტატია.სწორედ მათი სიმრავლე განაპირობებს იმას,რომ აშშ-ი მტაცებელი ცხოველების მიერ განადგურებული ცხვრების 60% ძალიან სწრაფი სირბილის უნარის მქონე კოიოტებზე მოდის. – (ავტორი გენია.ჯი)

6. როგორც ცნობილია,კატისებრთა ოჯახის მტაცებელი ცხოველის – პუმასათვის,რომელსაც “მთის ლომად” მოიხსენიებენ,დამახასიათებელია მსხვერპლის იმ ნაწილების საგულდაგულოდ დამალვა,რომელიც ვერ შეჭამა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ეს კარგად იცოდნენ ინდიელთა ძველმა ტომებმა და ისინი ხშირად უთვალთვალებდნენ პუმებს,რათა შემდგომ მათ მიერ გადამალული ნადავლი მიეთვისებინათ. – (ავტორი გენია.ჯი)

7. როგორც ცნობილია,შინაური ცხენის ერთ-ერთი ქვესახეობა – პონი საკმაოდ პატარა ზომებით გამოირჩევა (სტანდარტული სიმაღლე – 80 -140 სანტიმეტრი).მიუხედავად ამისა,პონებს თავიანთ წონაზე 20-ჯერ დიდი ტვირთის ტარება შეუძლიათ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ადრეულ პერიოდებში სანამ ტექნიკა დაიხვეწებოდა,პონებს მაღაროებში ამუშავებდნენ ამა თუ იმ მადნის საზიდად,რის გამოც ბევრი მათგანი ისე იღუპებოდა,რომ მზის სინათლეს ვერც კი ნახულობდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>