სამუელ ოლგებრანდი
სამუელ ოლგებრანდი - დაიბადა 1810 წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ებრაული წარმომავლობის მქონე პოლონელი წიგნის გამომცემელი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია პირველი “პოლონური ენციკლოპედიის” გამოცემა.1826-1830 წლებში სწავლობდა ვარშავაში მდებარე რაბინთა სასწავლებელში.1836 წელს ხსნის ანტიკვარიატის მაღაზიას და ამავე პერიოდში ინტერესდება საგამომცემლო მოღვაწეობით.1840 წელს გახსნა ფასიანი წიგნების ბიბლიოთეკა პოლონურ ენაზე,ხოლო მოგვიანებით ფრანგულ ენაზე ნაბეჭდი წიგნების ანალოგიური ბიბლიოთეკა დააარსა.მალევე სამუელი აფართოებს წიგნით ვაჭრობის ქსელს და 1841-1857 წლებში იგი ხსნის პოლონეთის ქალაქ სუვალკიში,ლაიფციგში,ვილნოში და კამენსკი-პოდოლსკიში წიგნის მაღზიებს.1859 წლეს კი ერთ-ერთი იმ პერიოდის უდიდესი წიგნის მაღაზია გახსნა ვარშავაში.1844 წელს შექმნა ტიპოგრაფია,რის შემდეგადაც იმისათვის რომ დაეხვეწა იგი იმოგზაურა ლონდონსა და პარიზში. (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც პირველი ადამიანი გახდა პოლონეთში,რომელმაც დაიწყო ტიპოგრაფიით წიგნების ბეჭდვა და თავისსავე მაღაზიებში გაყიდვა.მის მიერ დამზადებულმა შრიფტმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა სპეციალისტებში და რამდენჯერმე გამოფენებშის კი მიიღო მონაწილეობა.აღნიშნულ ტიპოგრაფიას კი არა მარტო პოლონეთში არამედ კიევსა და ვილნოშიც მოიხმარდნენ.სამუელ ოლგებრანდმა 250-ზე მეტი ნაწარმოები,გამოუშვა 500 ტომად.ასევე გამოსცა ებრაული ნაწარმოების 100 ტომი და მათ შორის “ბაბილონელი ტალმუდი”,რომელიც პირველად გამოიცა პოლონეთში 12 000 ეგზემპლარად.ტიპოგრაფიული მოღვაწეობის დასაწყისში ბეჭდავდა ფრანგულ ლიტერატურას,მათ შორის ალექსანდრე დიუმაა (მამა),პოლ დე კოკასა და ეჟენ სიუს ნაწარმოებებს.მალევე დაიწყო სოციალური,ეროვნული და სამეცნიერო ჟანრების გამოცემა.1844 წელს გამოსცა წიგნი “ბიბლიოთეკა ძველი პოლონელი მწერლებისა”.გარდა ამისა ბეჭდავდა ისტორიული ჟანრის წიგნებს.მანვე გამოსცა დანტე ალიგიერის გენიალური ქმნილება “ღვთაებრივი კომედია”.1857 წელს კი შეუდგა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემის ბეჭდვას,სახელწოდებით “უნივერსალური ენციკლოპედიისა”,პოლონურ ენაზე და იგი 28 ტომისაგან შედგებოდა.შესაბამისად სამუელი იქცა ფუძემდებელი და პირველი ადამიანი,რომელმაც გამოსცა პოლონურ ენაზე “უნივერსალური ენციკლოპედია”. (ავტორი გენია.ჯი) სამუელ ოლგებრანდი გარდაიცვალა 1868 წლის 16 ნოემბერს ვარშავაში.საკუთარი სახელი კი უკვდავყო როგორც ერთ-ერთმა უდიდესმა პოლონელმა გამომცემელმა და პირველმა ადამიანმა,რომელმაც პოლონურ ენაზე გამოსცა “უნივერსალური ენცილოპედია”.