ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კინოსტუდიის -”Pixar”-ის მიერ გამოჩენილი ადამიანური ქმედება…
2009 წელს ამერიკული კომპიუტერული ანიმაციის კინოსტუდიამ – “Pixar”-მა გადაიღო კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო ჟანრის მულტიპიკაციური ფილმი,სახელწოდებით – “მფრინავი სახლი”,რასაც სანამ ფართო საზოგადოებას უჩვენებდნენ,საკმაოდ დიდი სარეკლამო კამპანია გაუწიეს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს,”Pixar”-ის სათავო ოფისში მივიდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ათი წლის გოგონას – კოლბი კარტინის წერილი,რომელიც კინოსტუდიის ხელმძღვანელობას უკიდურესი მოწიწებით სთხოვდა,რომ სანამ გარდაიცვლებოდა მისი ერთ-ერთი ნატვრა აეხდინათ: დაეშვათ გამონაკლისი და მისთვის ეჩვენებინათ ”Pixar”-ის მიერ ახლად გადაღებული და ესოდენ რეკლამირებული მულტიპიკაციური ფილმი – “მფრინავი სახლი”.პატარა გოგონას წერილმა სულით ხორცამდე შეძრა კინოსტუდიის არა მხოლოდ ხელმძღვანელობა,არამედ რიგითი მუშაკებიც.წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადებში ”Pixar”-ის რამდენიმე თანამშრომელი ვერტმფრენის მეშვეობით სპეციალურად ჩაფრინდა კოლბი კარტინის მშობლიურ ქალაქში და DVD-ის დისკზე დატანილი მის მიერ მოთხოვნილი მულტფილმი ჩაუტანა.აღფრთოვანებულმა გოგონამ მშობლებთან და კინოსტუდიის თანამშრომლებთან ერთად უყურა ”Pixar”-ის ახალ პროდუქტს და დიდად კმაყოფილიც დარჩა.თუმცა საუბედუროდ,მულტიპიკაციური ფილმის ყურებიდან სულ რაღაც შვიდ საათში,ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული – კოლბი კარტინი – გარდაიცვალა… – (ავტორი გენია.ჯი)