რა მოხდა ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე?
1903 წლის შემოდგომაზე,ბაქოში მყოფმა 24 წლის იაკობ ჯუღაშვილმა,იგივე სტალინმა,კასპიის ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა მისი უფროსი თანამებრძოლისა და რევოლუციონერის – სერგეი ალილუევის 2 წლის ქალიშვილს – ნადეჟდა ალილუევას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენიდან 15 წლის გასვლის შემდგომ,იოსებ სტალინი და ნადეჟდა ალილუევა დაქორწინდნენ.როგორც ცნობილია, 1932 წლის 9 ნოემბერს სტალინის მეუღლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ალილუევამ “ვალტერის” ტიპის იარაღით გულში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა).ალილუევას სუიციდის გამომწვევი მიზეზის შესახებ დღემდე უამრავი სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.თუმცა აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის – ვიაჩესლავ მოლოტოვის ნაამბობს,რომელიც ამ ტრაგიკულ ფაქტამდე სულ რამდენბიმე საათით ადრე მოხდა:
“1932 წლის 7 ნოემბრის დღესასწაულის შემდეგ,საღამოს ყველანი მეუღლეთა თანხლებით ვოროშილოვის ბინაზე შევიკრიბეთ.გაიშალა სუფრა,იყო სხვადასხვა სასმელები,ათასნაირი კერძები და ტკბილეულობა… მახსოვს,ნადეჟდა და ჩემი მეუღლე პოლინა გვერდი-გვერდ ისხდნენ.ნადეჟდას სძულდა და საშინლად ვერ იტანდა სპირიან სასმელებს და არც სვამდა.იმ დღეს,როდესაც იგი ადღეგრძელეს,მას სამადლობელის გადახდა და დალევა სთხოვეს. (ავტორი გენია.ჯი) მან სამადლობელი კი გადაიხადა,მაგრამ დალევაზე უარი განაცხადა.მიუხედავად ამისა,დააძალეს,მაგრამ არა და არა,იგი მაინც უარზე იდგა.ხმაურმა ყველას ყურადღება მიიპყრო,სტალინი ვერ იტანდა სუფრაზე ხმაურს,ხმამაღლა ლაპარაკს.იგი გაბრაზდა და შეფარული ბრაზით,ხმისაწევით მიმართა ცოლს: – ეი,ნადეჟდა,რაშია საქმე? ხომ არ გეუბნებიან დალიე?
- არავითარი ეი და არავითარი ოი,მე არ დავლევ! – ხმამაღლა და კატეგორიულად განაცხადა მან,ადგა და სუფრა დატოვა.მას ჩემი მეუღლეც გაჰყვა სოლიდარობის ნიშნად.
სტალინს ცოლის საქციელი არ მოეწონა,ეს ცხადია,მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს და სტალინისათვის განსაკუთრებული არაფერი შეგვიმჩნევია..მან ოთახიდან გამავალ ცოლს მზერა გააყოლა და მორჩა.თითქოსდა არც არაფერი მომხდარიყოს.
9 ნოემბრის გამთენიისას კი,ნადეჟდა ალილუევამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასულა.
ჩემის აზრით,ქალი თუკი იგი დალაგებულია,სრულყოფილი და დარბაისელი,ქმრის ასეთ შენიშვნაზე თავს არ მოიკლავს,ასე რომ იყოს,მაშინ ცოლების უმრავლესობას თავი უნდა მოეკლა.
სტალინს ძალიან უყვარდა ნადეჟდა და აფასებდა მას.მისი სიკვდილის შემდეგ სტალინს ცოლი აღარ შეურთავს.როგორც კი საამისო დროს გამონახავდა,იგი მაშინვე ადიოდა მეუღლის საფლავის მოსანახულებლად,რამდენჯერ მინახავს,უტირია კიდეც იქ,საფლავთან ჩამუხლულს”.
სტალინი,რომელმაც 2 წლის გოგონას სიცოცხლე შეუნარჩუნა, 31 წლის ასაკში მისივე თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. – (ავტორი გენია.ჯი)