რა რიტორიკული შეკითხვით მიმართა ამერიკელ ჯელტმენებს ლუდმილა პავლიუჩენკომ?
1942 წლის ივნისის თვეში ჩაპაევის 25-ე მსროლელთა დივიზიის ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა სნაიპერმა ქალმა (მოგვიანებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება) – ლუდმილა პავლიუჩენკომ (1916-1974 წლები) ბრძოლისას მძიმე ჭრილობა მიიღო,რის შედეგადაც იგი ფრონტიდან გაიწვიეს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამ დროისათვის სნაიპერი ქალის ტყვიას 309 მოწინააღმდეგე ჰყავდა სიცოცხლეს გამოსალმებული.სათანადო მკურნალობის შემდეგ პავლიუჩენკო ქვეყნის ხელმძღვანელობამ იმ პერიოდში აშშ-სა და კანადაში გასამართი კონფერენციის მონაწილეთა დელეგაციის სიაში შეიყვანა.ეს ის პერიოდია,როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი “მეორე ფრონტი” და საბჭოთა კავშირს ფაქტობრივად მარტო უწევდა გერმანელ ფაშისტთა ურდოების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლის წარმოება.ამერიკაში ჩასულმა ლუდმილამ არა მხოლოდ დაგეგმილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა,არამედ ჩიკაგოში სიტყვითაც გამოვიდა ამერიკელი სტუდენტებისა და კონგრესმენების წინაშე.სწორედ ამ გამოსვლისას მიმართა მან თავისი ყველაზე რიტორიკული შეკითხვით ამერიკელ ჯელტმენებს,რომელსაც აქვე გაგაცნობთ:
“ჯელტმენებო,მე მხოლოდ ოცდახუთი წლისა ვარ და ფრონტზე უკვე მოვასწარი სამასზე მეტი ფაშისტი დამპყრობლის განადგურება.ჯელტმენებო,თქვენ არ გეჩვენებათ რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ჩემს ზურგს უკან იმალებით?”
თავდაპირველად,პავლიუჩენკოს სიტყვით გამოსვლამ დამსწრე საზოგადოებაში ძალიან დიდი უხერხულობა გამოიწვია,თუმცა მალევე იგი ფურორის მიზეზადაც იქცა.საყურადღებოა ისიც,რომ ლუდმილას მიერ დასმულმა რიტორიკულმა შეკითხვამ ძალიან შთამბეჭდავი გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლეზე – ელეონორა რუზველტზე,რომელმაც მოგვიანებით ელეონორა პავლიუჩენკო ამერიკაში პირადად მიიწვია. – (ავტორი გენია.ჯი)