ადოლფ ჰიტლერი – “ეპიზოდი”
როგორც რამდენიმე ისტორული წყარო ადასტურებს,პარანოიითა და მიზანთროპიით დაავადებული – ადოლფ ჰიტლერისათვის (1889-1945 წლები) გერმანული სს-ის თანამშრომლები სპეციალურად იღებდნენ ამა თუ იმ გერმანულ ციხეებში გამომწყვდეული მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სასტიკ წამებებს.გადაღებულ მასალას კი ფოტოებისა და ფილმების სახით შემდგომ ერთობ გასაიდუმლოებულად აწვდიდნენ ფიურერს. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ,ჰიტლერი მისი პოლიტიკური ოპონენტების მხეცურად წამების დოკუმენტურ მასალას დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს და უდიდეს სიამოვნებასაც განიცდიდა ნანახით.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ იცოდნენ რა ჰიტლერის ამაზრზენი გატაცებები და მიდრეკილებები ქვეშევრდომებმა,მათ გარკვეულ ნაწილს (განსაკუთრებით,კარიერული წინსვლის მოსურნეთ) თავიანთი მეუღლეები ჰიტლერთან ოფიციალურ მიღებაზე ერთობ ვულგარულად ჩაცმული მიჰყავდათ,რათა ამით “გაეხარებინათ” და “მოეგოთ” გერმანიის რაიხსკანცლერის გული. (ავტორი გენია.ჯი)