როგორ ისტუმრებდა “იმიერში” ივანე IV მრისხანე მისთვის არასასურველ დიდებულებს?
ოდიოზური და სასტიკი თვისებებით სახელგანთქმულ გაერთიანებული რუსეთის პირველ მეფეს – ივანე IV მრისხანეს (1530-1584 წლები) მიუხედავად იმისა,რომ კუჭისა და ნაწლავების პრობლემები აწუხებდა,მაინც ძალიან უყვარდა ყოველდღიურად უზარმაზარი ნადიმობების გამართვა. (ავტორი გენია.ჯი) მონარქი განსაკუთრებულ უპირატესობას თევზისაგან დამზადებულ კერძებს ანიჭებდა,რის გამოც სუფრაზე სხვადასხვა ძვირფასი სახეობის თევზის უამრავი კერძი გაჰქონდათ მზარეულებს.გარდა ამისა,მას ძალიან უყვარდა შუა საუკუნეების რუსული სამზარეულოც.ალკოჰოლური სასმელებიდან ეს უსასტიკესი მმართველი უპირატესობას “მწვანე ღვინოს” ანიჭებდა.იმ უზარმაზარ სუფრას,რომელსაც ივანე მრისხანე უჯდა,რუსი დიდებულების უმრავლესობაც ამშვენებდა.ასეთი ნადიმები მეფის კარზე ხშირად 6 – 7 საათიც კი გრძელდებოდა და არც ერთ დიდებულს არ გააჩნდა უფლება ნადიმის დასრულებამდე სუფრა დაეტოვებინა.თვითმპყრობელი ივანე მრისხანე ტრაპეზის დროს მთელი გულისყურით აკვირდებოდა ქვეშევრდომების ქმედებებს და დიდი გულისყურით უგდებდა ყურს მათ გამონათქვამებს,რა დროსაც ჩუმად ულვაშებში იღიმებოდა.მისი ერთ-ერთი თვისება გახლდათ ის,რომ თუკი მეფეს რომელიმე დიდებულის საიქიოს გასტუმრება სწადდა,თავად აწვდიდა უბედურ ქვეშვრდომს ღვინით სავსე თასს,რომელიც თავის მხრივ,საწამლავით იყო გაჯერებული.შესაბამისად,იმ დიდებულს,რომელსაც ივანე თავისი ხელით გაუწვდიდა ღვინით სავსე თასს,მისი სიკვდილით დასჯის განაჩენს აღნიშნავდა.ამ დროს კი,სასიკვდილოდ განწირულს არანაირი იმედი არ რჩებოდა სიცოცხლის შენარჩუნებისა,რადგან თუკი მეფის მიერ მიწოდებულ თასს არ დაცლიდა,ივანეს მცველები მაინც მოუღებდნენ ბოლოს.როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,ამ მეთოდით ივანე მრისხანემ არა ერთი არასასურველი დიდებული გაისტუმრა იმიერში. (ავტორი გენია.ჯი)