ოთარ ჭილაძის შემოქმედებიდან…
„რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ ხიზნის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი. შენი ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდეს და სიმძიმეს, რომლის განაღდებასაც შენ არ ელოდები. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ „ვალი” თავისთავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს. ამგვარი ვალი კი უმთავრესად ისე ნაზღაურდება, როგორც ფრიქსეს ვაჟებმა აანაზღაურეს: ბოროტებით, ღალატით და სისხლით, რათა თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, კეთილსა და შემბრალებელს, დაგიმტკიცონ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, რომ მთლად სამოწყალოდ არ გახდომიათ საქმე.პირიქით,ისინი ისე გაგიხდიან საქმეს,შენ თვითონ რომ დაგჭირდეს ახლა მოწყალების თხოვნა; და თუ მართლა ისე არ მოხდა,მაშინ თვითონ იციან,მაშინ გაჩვენებენ,როგორ უნდა მოწყალების გაღება.მათ უკვე უსწავლიათ შენგან და საკუთარ კისერზედაც გამოუცდიათ, თუ რა ბოროტების მოტანა შეუძლია უთავბოლო, უანგარიშო სიკეთესა და ხელგაშლილობას”.(ავტორი გენია.ჯი)