ვენერას ატმოსფეროს შესახებ…
“დედამიწის დობილად” წოდებული და იდუმალებით მოცული მზიდან მეორე პლანეტა – ვენერა,რომელიც სიდიდითა და შემადგენლობით ძალიან ჩამოჰგავს დედამიწას,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ პლანეტასთან შედარებით ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს მზესთან,არც თუ ისე ბევრად მეტ ენერგიას იღებს მისგან,ვიდრე დედამიწა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ვენერას დედამიწასთან რამდენადმე მსგავსებამ განაპირობა,რომ მეცნიერებმა პირველად კოსმოსური ციური სხეულების კვლევები ამ პლანეტიდან დაიწყეს.როგორც კვლევებმა დაადგინეს,ვენერას ატმოსფერო,რომელიც ნახშირორჟანგისა და აზოტისაგან შედგება,დედამიწის ატმოსფეროსთან შედარებით 100-ჯერ უფრო სქელი და მკვრივია,რაც განაპირობებს კიდეც მის ზედაპირზე 92 ატმოსფერული წნევის არსებობას.თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ რომ ადრეულ ეპოქებში ვენერას ატმოსფერო წყალსაც შეიცავდა,მაგრამ დღემდე დაუდგენელი მიზეზით წყალი მისი სივრციდან სრულიად გაქრა (ერთ-ერთ ვერსიად ვენერას ატმოსფეროში წყლის გაუჩინარებას,მისივე მაგნიტური ველის ნაკლებობას უკავშირებენ).თავის მხრივ კი,ესოდენ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის არსებობას მეცნიერები იმით ხსნიან,რომ ამ ციურ პლანეტაზე წყალი სრულიად არ არსებობს.შედეგად ვენერაზე წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული – “სათბურის ეფექტი” (ტერმინი რომელიც აღწერს თუ როგორ იწვევს ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდის დონის აწევა გლობალურ დათბობას),რასაც “დედამიწის დობილ” პლანეტად წოდებულ ციური სხეულის ზედაპირზე ტემპერატურა + 470 გრადუს-ცელსიუსამდე აჰყავს.
ვენერას კვლევებს მეცნიერები დღემდე აქტიურად განაგრძობენ და უახლოეს მომავალში აპირებენ განახორციელონ პროექტი,სახელწოდებით “ვენერა D”,რომელიც კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლის ვენერას ატმოსფეროს.გარდა ამისა,პროექტის ფაგლებში დაგეგმილია ამ იდუმალებით მოცული პლანეტის ზედაპირის გრუნტის სათანადოდ შესწავლაც. (ავტორი გენია.ჯი)
ვენერა და დედამიწა