არაპროფესიონალი მხატვრების შესახებ…
ერთ-ერთი ულამაზესი ხელოვნების – ხატვის ნიჭითა და სიყვარულით არა მხოლოდ პროფესიონალი მხავრები იყვნენ და არიან დაჯილდოვებულნი,არამედ სახვითი ხელოვნების ნიჭით გამოირჩევიან და გამოირჩეოდნენ ისეთი პროფესიის ადამიანებიც,როგორებიც გახლავან – მეცნიერები,პოლიტიკოსები,მუსიკოსები,მწერლები,პოეტები,მსახიობები და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ადამიანებს,რომლებიც არ იყვნენ პროფესიონალი მხატვრები,თუმცა-კი ხატვის უბადლო ტალანტით იყვნენ მადლმოსილნი.მაგალითად,გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – ლევ ტოლსტოიმ დიდი ფრანგი მწერლის – ჟიულ ვერნის ნაწარმოების – “80 დღე დედამიწის გარშემო” ილუსტრაციები დახატა და საკმაოდ ხარისხიანადაც; საყოველთაოდ გახმაურებული რომანის – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” პირველი ილუსტრაციები თავად ნაწარმოების ავტორმა – ლუის კეროლმა დაასურათა; ბაღდათში დაბადებული დიდი რუსი პოეტი – ვლადიმერ მაიაკოვსკი პორტრეტული ჟანრის შესანიშნავი მხატვარი იყო.მის მიერ სხვათა პორტრეტებთან ერთად დახატული იქნა – ლილი ბრიკის პორტრეტი,რომელსაც თავის მხრივ,მაიაკოვსკი აღმერთებდა; ხატვის ნიჭით გამოირჩეოდა გენიალური ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი – ლუი პასტერი,რომლის მიერ დახატულმა მისი მშობლების პორტრეტებმა საბედნიეროდ,ჩვენამდე მოაღწია; ფრანგული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ესპანელი მომღერალი და კომპოზიტორი ქალის – პოლინა ვიარდო-გარსიას მიერ დახატული თავისი და ივანე ტურგენევის პორტრეტები მოწმობენ,რომ იგი შესანიშნავად ფლობდა სახვითი ხელოვნების ნიუანსებს; დიდი ამერიკელი ფიზიკოსი (მანჰეტენის პროექტის აქტიური წევრი) და მეცნიერი – რიჩარდ ფილიპს ფეინმანი მის მიერ დახატულ სურათებს სხვადასხვა ფსევდონიმებს აწერდა; რუსული ფუტურიზმის ფუძემდებელმა და იდეოლოგმა – დავიდ ბურლიუკმა,თავდაპირველად,საზღვარგარეთ სახელი როგორც მხატვარმა,ისე გაითქვა; შესანიშნავი ხატვით გამოირჩეოდა გენიალური ინგლისელი ბუნებისმეტყველი და ენციკლოპედისტი – რობერტ ჰუკიც,რომლემაც თავად შექმნა საკუთარი წიგნისთვის – “მიკროგრაფია” ილუსტრაციები; კარგად ხატავდა რუსი მწერალი და პოეტი – ივანე ტურგენევი,რომელმაც ჰუკის მსგავსად თავად შექმნა საკუთარი ნაწარმოების – “მონადირის ჩანაწერის” ილუსტრაციები; ვენესუელის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი – უგო ჩავესი განსაკუთრებით ნაყოფიერად ციხეში ყოფნის პერიოდში ხატავდა.მას ერთობ უყვარდა ნატურიდან სურათების შექმნა; 500-მდე ნამუშევარი დაგვიტოვა დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულმა პრემიერ-მინისტრმა – უინსტონ ჩრჩილმა… (ავტორი გენია.ჯი) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებისა,ხატვის ნიჭით ასევე დაჯილდოებულნი იყვნენ – სტიუარტ სატკლიფი (მან “ბითლზის” წევრობას სახვითი ხელოვნებით დაკავება არჩია),პოლ მაკარტნი,ჯონ ლენონი,ალექსანდრე პუშკინი,ბობ დილანი,მარინა ცვეტაევა,მიხეილ ლერმონტოვი,ადოლფ ჰიტლერი,რობერტ დუაიტ ეიზენჰაუერი,დევიდ ბოუი,პრინცი ჩარლზი,იოჰან ვოლფგან ფონ გოეთე,რობერტ ფულტონი,მილენ ფარმერი,ენტონი ჰოპკინსი,ტარას შევჩენკო და სხვა ცნობილი პერსონები. (ავტორი გენია.ჯი)