ერთი შოტლანდიური ლეგენდა

შოტლანდიას გაუთავებელი ბრძოლები ჰქონდა თავის არაკეთილად განწყობილ მეზობელთან.დიდხანს გრძელდებოდა ეს ბრძოლები.ინგლისს მტკიცედ გადაეწყვიტა ჩრდილოეთით მოსაზღვრე მეზობლების გადაყლაპვა.ეტყობა,მუდამ ასეთი იყო მცირერიცხოვანი ხალხის ბედი,რომელსაც დაპყრობის ჟინით აგზნებული უფრო დიდი ქვეყანა ესაზღვრება. (ავტორი გენია.ჯი) შოტლანდიელი ხალხი გმირულად იცავდა თავს და მადაგაღვიძებულ მეზობელს საკმაო სიმწარეს აგემებდა.ინგლისი უტევდა,შოტლანდია იგერიებდა.ამოისუნთქავდა თუ არა ინგლისი გართულებული საგარეო ურთიერთობისაგან,დაგეშილი მწევარივით მაშინვე ჩრდილოეთით დაიძრებოდა.

დრო გადიოდა,მეფეები ერთმანეთს ცვლიდნენ,რამდენი რამე იცვლებოდა ქვეყნების ცხოვრებასა და ურთიერთობებშიც,მეზობელი პატარა ხალხის დაპყრობის ჟინი კი უცვლელი რჩებოდა.

დამპყრობელი განსაკუთრებით გააქტიურდა XIV საუკუნის დასაწყისში.

ინგლისის არმიამ ზედიზედ შეუტია მეზობელს და, გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად,დამარცხება დამარცხებაზე აგემა.შოტლანდიელები მაინც არ ჰყრიდნენ ფარ-ხმალს.ვერა და ვერ მოხერხდა მათი გატეხა.იჟლიტებოდნენ და მაინც მედგრად ხვდებოდნენ მტერს.

შოტლანდიელ ხალხს ბრძოლაში წინ მიუძღოდა შოტლანდიის გმირი-მეფე - რობერტ I (1274-1329 წლები),იგივე – რობერტ ბრუსი.

ერთ-ერთი შეტევის დროს მტერმა ლამის სულ გაჟლიტა შოტლანდიელები.ცოცხლად დარჩენილი ჯარისკაცები,როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე,აირივნენ და გაიფანტნენ.რობერტ ბრუსმა იმდენი მოახერხა,რომ გარშემორტყმული მტრის ლაშქარს დაუსხლტა და უღრან ტყეში თავი შეაფარა ერთ ძველიძველ ქოხს.

ჯაჭვის პერანგი არც კი გაუხდია,ისე მიეგდო კუთხეში ქანცგაწყვეტილი,მშიერ-მწყურვალი,სასომიხდილი მეფე.მაგრამ გამწარებულსა და გატანჯულს ძილი არ ეკარებოდა,გადახდილი სასტიკი ბრძოლის სისხლიანი სურატები წინ ედგა.

ომი წაგებული იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ უსამართლო ბრძოლაში დამპყრობელმა,ბოლოს და ბოლოს გატეხა პატარა ხალხის თავგანწირული წინააღმდეგობა და მისი სათაყვანებელი ქვეყანა დაიპყრო.ამა მოჰყვებოდა საშინელი დამცირება,ეროვნული თავმოყვარეობის შელახვა,ამაყი მთიელი ხალხის ღირსების შებღავლა,მისი ადათ-ჩვეულებების შეგინება,ცხოვრების წესის დარღვევა,საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული კანონების ფეხით გათელვა,ოჯახების დამშევა და გაპარტახება,ჭაბუკების ჟლეტა,ბერიკაცების სიბერის გამწარება,ყმაწვილი ქალების ნამუსის ახდა,ბავშვების გადაგვარება…

ასეთია დაპყრობითი ომების ულმობელი კანონი.

სასოწარკვეთილი ვაჟკაცის აფორიაქებულ გუნებას კონკრეტულად გამოკვეთილ სურათებად ეხატებოდა მთელი ეს უბედურება…

ხსნა არსად იყო.ომი წააგეს.არც მას,არც მის ლაშქარს,მთელს ხალხს საცდელი არ დაუკლიათ,გმირულად დაუხვდნენ მტერს.ლაშქრის დიდი ნაწილი გაიჟლიტა,დანარჩენი გაიფანტა.რაღა აზრი ჰქონდა ხელახლა ლაშქრის შეგროვებას!..

ასე ფიქრო ქოხის კუთხეში მიგდებული დამარცხებული სარდალ-მეფე.

სიძველისაგან ჩამომპალ ისლის სახურავში ჩამავალი მზის სხივებს შემოეჭვრიტა.ერთი ობოლი სხივი ობობას ბუდეს მისწვდომოდა.ობობა ქსელის ერთ კუთხეში მიყუჟულიყო.მეფემ ანგარიშმიუცემლად ასწია ჯერ ისევ ხელში შერჩენილი მახვილი და ობობას ქსელი დაუშალა.გავიდა ცოტა ხანი და შენიშნა,რომ ისევ გაუბამს ქსელი და ისევ კუთხეში მიყუჟულა ობობა.ბრუსმა ახლაც თავისდა უნებურად ასწია მახვილი და კვლავ ჩამოუშალა.,ხოლო როცა მესამედაც გააბა ობობამ ქსელი,მეფე უკვე დაინტერესდა.წამოჯდა. და ალბათ ახლა გაუელვა იმ ბედნიერმა ფიქრმა.ახლა უკვე აქეთკენ მოიმართა მისი არეული გონება.კიდევ ჩამოშალა ქსელი და გაფაციცებით დაელოდა.შეჰყურებდა,როგორი დაუღლელი მონდომებით ტრიალებდა ობობა… მეოთხედაც გააბა,მეხუთედაც,მეექვსედაც…

ხოლო როცა მეშვიდედაც გააბა ქსელი,მეფეს უკვე გაკვირვება აღარ ეტყობოდა.მას უკვე ბედნიერი გადაწყვეტილების სხივი უნათებდა სახეს.

თუკი უსუსური მწერი ხედიხედ შვიდი დამარცხების შემდეგ მაინც გაუტეხელი სულითა და იმედით შეუდგა საქმეს,მე რაღა ღმერთი გამიწყრებაო. და მტკიცე ნაბიჯით გამოვიდა ქოხიდან.

გადამწყვეტი ბრძოლა შოტლანდიელმა ხალხმა მოიგო’

ეს იყო ისტორიაში კარგად ცნობილი “ბანკობერნის ბრძოლა” (1314 წლის 23 -24 ივნისს). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>