პიუს II – “ეპიზოდი”
რომის იტალიური წარმომავლობის მქონე პაპმა – პიუს II (1405-1464 წლები) ერისკაცობაში სახელი გაითქვა,როგორც შესანიშნავი ორატორული ნიჭით დაჯილდოვებულმა ჰუმანისტმა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ისტორიული წყაროს მტკიცებით,ერისკაცობაში – ენეა სიოლვიო პიკოლომინს ორატორულ ხელოვნებაში იმ პერიოდში ბადალი არ ჰყავდა.გარდა ორატორული ხელოვნებისა,ენეა ასევე წერდა კვატროჩენტოს ეპოქაში არსებულ ყველა ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც.მის ლიტერატურულ ქმინელებს შორის განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ნოველამ,სახელწოდებით – “ორი შეყვარებულის შესახებ”,რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე წაკითხვად წიგნად იყო მიჩნეული.თუმცა,რაც ყველაზე საინტერესო,საყურადღებო და საკვირველია,გახლავთ ის,რომ მომავალი რომის პაპის აღნიშნული ნოველა – “ეროტიული ჟანრის” ლიტერატურული ნაწარმოები გახლდათ… (ავტორი გენია.ჯი)