დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1610 წლის აგვისტოს ნათელ ღამეს გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა – გალილეო გალილეიმ ფლორენციაში ტელესკოპი ცისკენ მიმართა და მის მიერ ცაზე შემჩნეული და პირველად აღმოჩენილი მოვლენა შემდეგი ლათინური ასოებით აღწერა: “Smaismrmilmepoetalevmibunenugttaviras”.მეცნიერები დაინტერესდნენ და ამ გამოცანის დაფარული აზრის გასაგებად შეუდგნენ ასოების აქეთ-იქით გადაადგილებას და სიტყვებად დაჯგუფებას.თუმცა გალილეოს აღნიშნული გამოცანა მაინც ვერავინ ამოხსნა.რამდენიმე მეცნიერმა ისიც კი განაცხადა,რომ “ვინც გამოცანა შეადგინა,მანვე აგვიხსნასო”.დაასახელეთ,რა დაინახა გალილეომ ცის ტატნობზე ტელესკოპით და რას გადმოგვცემდა მის მიერ ზემოაღნიშნული ლათინური სიტყვების არსი? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: გალილეომ ცის ტატნობზე დაინახა,რომ “ზემო ცთომილს” – სატურნს ორი ციური სხეული თითქმის გარს მიჰკროდა.მის მიერ ლათინური ასოებით დაწერილი სიტყვები კი იშიფრებოდა,როგორც – “ზემო ცთომილი სამ სახედ მომევლინა”. – (ავტორი გენია.ჯი)