რა სახიფათო ექსპერიმენტი ჩაიტარა საკუთარ ორგანიზმზე ალან ბლერმა?
ალან ბლერი (1900-1947 წლები) – წარმოადგენდა ალაბამას შტატის უნივერსიტეტის იმ ამერიკელ პროფესორს,რომელმაც სახელი გაითქვა იმით,რომ საკუთარ ორგანიზმზე ჩაატარა მეტად საშიში და სიცოცხლისათვის ძალიან სახიფათო ექსპერიმენტი,რათა დაედგინა როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე “შავ ქვრივად” წოდებული ყველაზე შხამიანი ობობის ნაკბენი. (ავტორი გენია.ჯი) ადრეულ პერიოდში მეცნიერებში გავრცელებული იყო მოსაზრება,რომ პატარა ფიზიკური მონაცემების მქონე ობობების შხამი ადამიანებისათვის მომაკვდინებელი არ იყო.ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად,ბლერმა სამხრეთ ამერიკაში,ოკეანისა და ავსტრალიაში გავრცელებული “შავი ქვრივის” ტოქსიკური შესაძლებლობების ექსპერიმენტი საკუთარ ორგანიზმზე ჩაიტარა.მას ათი წამის განმავლობაში ეკავა ხელში ამ საშინელი შხამის მატარებელი ობობა,რათა მისთვის საშუალება მიეცა მაქსიმალური რაოდენობის შხამი შეეშვა მის სხეულში. (ავტორი გენია.ჯი) კბენისთანავე ალანმა დაიწყო ჩანაწერების გაკეთება,თუ რა ზემოქმედებას ახდენდა მასზე “შავი ქვრივის” შხამი.აღნიშნული ჩანაწერებიდან ირკვევა,რომ იგი გრძნობდა საშინელ ტკივილს; დაეწყო თავბრუსხვევა; დაეცა არტერიული წნევა… და ამ დროს პროფესორს ჩანაწერის შეწყვეტა მოუწია,რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ,სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.საავადმყოფოში გადაყვანილ ბლერს ღებინება,ოფლიანობა და დიარეა დაეწყო.საბედნიეროდ,მედიკოსებმა მომაკვდავი პაციენტის გადარჩენა შესძლეს.სწორედ ამ მეტად სახიფათო ექსპერიმენტის საშუალებითა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაუმტკიცა ალანმა კოლეგებს,რომ რაოდენ მცირე ზომებისაც არ უნდა იყოს ფეხსახსრიანი ტიპის ცხოველი,თუკი იგი შხამიანია,შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს ადამიანისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
ობობა – “შავი ქვრივი”