დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასტროლებზე მყოფ ვირტუოზ იტალიელ მევიოლინეს – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) ავსტრიული ჟურნალ-გაზეთები სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებებში სდებდნენ ბრალს.ერთ-ერთი ავსტრიული რელიგიური გაზეთი პროტესტის ნიშნად,მისი სახელისა და გვარის გამოქვეყნებასაც კი ერიდებოდა და მხოლოდ პაგანინის მიერ “ჩადენილი” ცოდვებით მიანიშნებდა მკითხველს თუ ვის ეძღვნებოდა გაზეთში გამოქვეყნებული სტატია.გარდა ავსტრიული ჟურნალ-გაზეთებისა,ნიკოლოს პროტესტი გამოუცხადა იმ სასტუმროს მომსახურე პერსონალმაც,სადაც იგი იყო დაბინავებული.თუმცა უნდა შევნიშნოთ რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალის მიერ გამოხატული პროტესტი ერთობ უჩვეულო ხასიათის მატარებელი გახლდათ.დაასახელეთ,რა მეთოდით გამოხატავდა პაგანინის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ზემოაღნიშნული სასტუმროს მომსახურე პერსონალი? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: სასტუმროს მომსახურე პერსონალი პროტესტის ნიშნად არ ალაგებდა ნიკოლო პაგანინის სასტუმროს ნომერს. – (ავტორი გენია.ჯი)