აინ რენდი & იზაბელ პატერსონი

როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ქალი – აინ რენდი (1905-1982 წლები),რომელიც “რაციონალური ინდივინდუალიზმის” ფუძემდებელი გახლდათ,ყველას მოუწოდებდა,რომ,როგორ ეკონომიურ სირთულეებსაც არ უნდა გადაჰყროდნენ,სახელმწიფოსაგან თავი მაინც სრულიად დამოუკიდებლებად და თვითმყოფადებად შეენარჩუნებინათ.ესე იგი,სახელმწიფოსაგან არაფერი მოეთხოვათ და თავად გამკლავებოდნენ მათ წინაშე წარმოშობილ ეკონომიურ პრობლემებს. (ავტორი გენია.ჯი) აინ რენდი,რომელსაც თამბაქოს მავნებელი ზემოქმედებისა არაფერი სჯეროდა,სწორედ მისგან გამოწვეულ ფილტვების კიბოს ემსხვერპლა 1982 წლის 6 მარტს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აინ რენდიმ,რომელიც სხვა ადამიანებს მოუწოდებდა სახელმწიფოსათვის არაფერი ეთხოვათ,გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე,თავადვე უღალატა საკუთარ მრწამსს და სახელმწიფოსაგან ფინანსური დახმარება მოითხოვა, და ეს მაშინ,როდესაც ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა,პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და “თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის” იდეალების ერთგულმა ქალმა – იზაბელ პატერსონმა (1886-1961 წლები),მიუხედავად უმძიმესი სოციალური პირობებისა,მაინც მაქსიმალურად შეიკავა თავი ქვეყნის საბიუჯეტო თანხიდან რაიმე ეთხოვა სახელმწიფოსათვის.ის კი არა და,პატერსონმა ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ კატეგორიული უარი განაცხადა პენსიის აღებაზეც კი. (ავტორი გენია.ჯი)

იზაბელ პატერსონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>