სად მიაბარა აღსაზრდელად ჟან-ჟაკ რუსომ შვილები?
გენიალური ფრანგი განმანათლებელი,ფილოსოფოსი და მწერალი - ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778 წლები),რომლის პოლიტიკურმა იდეებმა უდიდესი წვლილი დაიდეს საფრანგეთის დიდ რევოლუციაში, და რომელიც სხვებს ურჩებდა,რომ ბავშვები ჰყვარებოდათ,მათთან ერთად ხშირად გაესეირნათ,მიენიჭებინათ მათთვის ბევრად უფრო თავისუფლება,ვიდრე წესისამებრ ჰქონდათ მინიჭებული,ხუთი შვილის მამა გახლდათ, და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ზემოაღნიშნული რჩევების ავტორმა ხუთივე მათგანი (ყრმობის ასაკში) ცუდი სოციალური პირობების მომიზეზებით – “საბავშვო სახლებს” მიაბარა აღსაზრდელად. (ავტორი გენია.ჯი) რუსოს აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა დიდმა ფრანგმა მწერალმა და მოაზროვნემ – ვოლტერმა,რომელმაც თავის ერთ-ერთ წერილში აღნიშნა,რომ ჟან-ჟაკმა თავისი შვილები ბავშვთა თავშესაფრის ზღურბლთან სრულიად უპატრონოდ დაყარა.მას შემდეგ,რაც ვოლტერის წერილს რუსო გაეცნო,ფრანგმა ფილოსოფოსმა საჯაროდ გამოაქვეყნა საპასუხო წერილი,რომელშიც ვკითხულობთ: “ვოლტერი ცრუობს! მე არც ერთი ჩემი შვილი ბავშვთა სახლების ზღურბლთან არ დამიყრია.მე ისინი ძალიან სათუთად შევიყვანე იქ”. (ავტორი გენია.ჯი)