ჰარილალ მოჰანდას განდი – “ეპიზოდი”
ჰარილალ მოჰანდას განდი (1888-1948 წლები) – წარმოადგენდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლეგენდად ქცეული ლიდერის – მაჰათმა განდის უფროს ვაჟს.ჰარილალის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ინგლისში გამგზავრება,რათა იქ უმაღლესი იურიდიული განათლება მიეღო და შემდგომ ადვოკატად დაეწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ უფროსი ვაჟის გადაწყვეტილებას კატეგორიულად წინ აღუდგა მაჰათმა განდი.იგი მიიჩნევდა,რომ დიდი ბრიტანეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში მის უფროს ვაჟს ხელს შეუშლიდა დასავლური განათლება.ჰარილალი მამის გადაწყვეტილებას დამორჩილდა,თუმცა მან ერთხელ და სამუდამოდ აიღო ხელი იმ ტვირთის ტარებაზე,რასაც – ოჯახური მოვალეობანი წარმოადგენენ.მალევე ჰარილალი გალოთდა (ამბობდნენ იმასაც,რომ ჰარილალი ერთობ აღვირახსნილ ცხოვრებასაც ეწეოდა),რასაც თან დაერთო საშინელი ეკონომიური სიდუხჭირეც.რიგი ბიოგრაფებისა ირწმუნება,რომ უფროსი ვაჟის გზის გამრუდებაში უდიდესი წვლილი სწორედ რომ მამამისს მიუძღოდა,რადგან მან შვილს უფლება არ მისცა დასავლურ განათლებას ზიარებოდა და დამოუკიდებლად გაჰყოლოდა საკუთარი ცხოვრების გზას.მაჰათმა განდის დაკრძალვაზე მისული ჰარილალი იმდენად ჰყავდა ფიზიონომნიურად დაბეჩავებული და გაუბადრუკებული ალკოჰოლის ხშირ მოხმარებასა და დუხჭირ ცხოვრებას,რომ ის ოჯახის წევრებმაც კი ძლივს იცნეს.ნიშანდობლივია ის ფაქტიც,რომ მაჰათმას ცხედარს კრემაციისას,მისივე ანდერძის თანახმად,ცეცხლი არა უფროსმა ვაჟმა (როგორც წესი),არამედ უმცროსმა ვაჟებმა – რამდასმა და დევდასმა შეუნთო.თავად ჰარილალი, 1948 წლის 18 ივნისს აღესრულა გამუდმებული ლოთობისაგან გამოწვეული ღვიძლის ციროზის შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)
მაჰათმა განდი