ნიკოლოზ I – “ეპიზოდი”

XIX საუკუნის შუა ნახევრში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რუსეთის აწ გარდაცვლილი იმპერატორის – ეკატერინე II შესახებ დადგმული სპექტაკლის პრეიმერა უნდა გამართულიყო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სპექტაკლის მთავარ მოქმედ პირს რუსეთის ექს-მმართველი ერთობ “მსუბუქი ყოფაქცევის ქალად” უნდა წარმოეჩინა,რამაც იმ პერიოდში საფრანგეთში მოღვაწე რუსეთის ელჩი ძალიან გააღიზიანა. (ავტორი გენია.ჯი) მან აღნიშნული ფაქტი დაუყონებლივ აცნობა  რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ I (1796-1855 წლები) და მისგან სათანადო რეაგირების მოხდენას დაელოდა.ელჩის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ნიკოლოზიც დიდად აღაშფოთა.მონარქმა საფრანგეთის ხელისუფლებას უმალვე “საპროტესტო ნოტა” გაუგზავნა და ფრანგებისაგან კატეგორიულად მოითხოვა,რომ ეკატერინე II შეურაცხმყოფელი სპექტაკლის პრემიერა პარიზში არავითარ შემთხვევაში არ გამართულიყო.საფრანგეთის ხელისუფლების მიერ რუსეთის იმპერატორისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილში კი ხაზგასმული იყო,რომ საფრანგეთისათვის “თავისუფალი სიტყვა” ყველაზე ფასეული მონაპოვარი გახლდათ,რის გამოც  სპექტაკლის გაუქმებას არავინ აპირებდა.ნიკოლოზი ფრანგების მიერ გამოჩენილმა “თავხედობამ” იმდენად განარისხა,რომ საფრანგეთის ხელისუფლებას შემდეგი სახის გამაფრთხილებელი წერილით მიმართა: “იმ შემთხვევაში,თუკი სპექტაკლს არ გააუქმებთ,მის პრემიერაზე რუსეთის იმპერიის 300 000 ნაცრისფერ შინელში გამოწყობილი მაყურებელი გამოცხადდება”.ეს კი რისი მომასწავებელიც იყო,ალბათ ყველასთვის ნათელია.შედეგად,ეკატერინე II შესახებ პარიზში გასამართი სპექტაკლის პრემიერა გაუქმებული იქნა… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>