ალექსანდრე ბლოკი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გამოჩენილ რუს პოეტს,მწერალსა და დრამატურგს - ალექსანდრე ბლოკს (1880-1921 წლები) დიდი მეგობრობა აკავშირებდა რუსული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სცენოგრაფად აღიარებულ მხატვართან – ნიკოლოზ საპუნოვთან. (ავტორი გენია.ჯი) 1912 წლის ივნისის თვეში საპუნოვმა ალექსანდრე სხვა მეგობრებთან ერთად თავისი სოფლის აგარაკზე მიიწვია,რათა სოფელში მდებარე თევზით მდიდარ მდინარეში ეთევზავათ.ბლოკმა (მისდა საბედნიეროდ) გადაუდებელი საქმეების გამო მეგობართან სოფელში ჩასვლა ვერ მოახერხა. 1912 წლის 14 ივნისის ღამეს,შექეიფიანებულმა საპუნოვმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა მდინარეზე ნავით გასეირნება გადაწყვიტეს,რა დროსაც ტრაგედია დატრიალდა: ნავი ამოყირავდა.ცურვის არ მცოდნე საპუნოვი დაიხრჩო,ხოლო ნავის სხვა წევრები ცურვის ცოდნამ და იღბლად გამოჩენილმა მეთევზეებმა იხსნა სიკვდილისაგან.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მეგობრის მსგავსად,ცურვა არ იცოდა არც ალექსანდრე ბლოკმა… (ავტორი გენია.ჯი)

ნიკოლოზ საპუნოვი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>