“დიდებიდან არარაობამდე ერთი ნაბიჯია!”
“გთხოვთ დაიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ,რომ ადამიანი,ყველა ნამდვილი ადამიანის გაგებით,თანამდებობითა და წოდებით კი არ ფასდება,არამედ თავისი ღირსებით,შეგნებით,მრწამსით,თავისი ადამიანურობითა და რაც მთავარია,საქციელით,იმით,თუ რა გზას ადგას იგი,რომელ საქმეს ემსახურება,ეს საქმე ხალხისათვის და ქვეყნისათვის საჭირო და სასარგებლო თუა… როდესაც ადამიანს დააწინაურებენ,დიდ თანამდებობას მისცემენ,რომ იტყვიან მაღალ პოსტზე დასვამენ და მერე ეს კაცი ერთბაშად შეიცვლება,ქედმაღალი,უხეში,უკარება და ამპარტავანი ხდება,როდესაც ნაცნობსა და მოკეთეს სალამს დაუძვირებს და ცხვირს მაღლა აიშვერს,მე ისეთი კაცის არაფერი მწამს და მჯერა,ასეთ კაცს მე არაფრად ვაგდებ და ყოველთვის შევეცდები ახლოსაც არ გავიკარო,მასთან არავითარი საქმე და ურთიერთობა არ მქონდეს,ასეთი ადამიანი ჩემს თვალში არარაობაა,ნულია და მეტი არაფერი! უბრალოება,ადამიანურობა და კაცობა მუდმივი,მარადიული,თორემ ეგ თქვენი თანამდებობები და სკამები,ჩემო კარგებო,დროებითია,დღეს გაქვთ და ხვალ უკვე აღარ გექნებათ.ამის შესახებ შესანიშნავად თქვა დიდმა ნაპოლეონ ბონაპარტმა: ” – დიდებიდან არარაობამდე ერთი ნაბიჯია!”
დიახ,მართლაც ერთი ნაბიჯია და მეტი არაფერი.თანამდებობრივი კიბის სულ ბოლო საფეხურიდან შეიძლება ფეხი ისე დაგისხლტეს,ისე გიმუხთლოს ბედმა,რომ სულ გორვა-გორვით წამოხვიდე დაბლა,ვეღარაფერმა შეგაკავოს და წუმპეში მოადინო ზღართანი! მე ბევრზე ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია.ბევრს ვიცნობდი ასეთებს და ისინი სულ მალე,სულ ადვილად გაქრნენ ჩვენი თვალსაწიერიდან.ახლა უკვე აღარაფერი გვახსოვს და ვიცით იმათი,რადგანაც ისინი ნამდვილად არ იყვნენ ჩვენი დამახსოვრების ღირსნი”. – (ავტორი გენია.ჯი)